საზენიტო კომპლექს "Витязь" 50П6–ის გამშვები დანადგარი. დანადგარის შემადგენლობაშიც 12 ცალი საზენიტო რაკეტა 9М96 შედის, რომლებიც პაკეტში სამ–სამადაა განთავსებული
მოკლედ და ხარისხიანი ფოტოებით საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო–სარაკეტო კომპლექს "Витязь"–ის შესახებ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ იქნა ოფიციალურად წარდგენილი (მის შესახებ მეც ვწერდი – "Алмаз-Антей"–მ პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "ვიტიაზი" (Витязь) წარადგინა, დამატებით "Витязь"–ის შესახებ).
საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Витязь" იქმნება როგორც საშუალო მანძილზე მოქმედი, ობიექტების დასაცავი სისტემა და მისი დანიშნულებაა შეცვალოს მოძველებული საზენიტო კომპლექსები С-300ПТ-1А და С-300ПС.
2009-2011 წლებში ГСКБ "Алмаз-Антей"–მ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დავალებით საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო, სახელწოდებით "Витязь-ПВО" განახორციელა.
კომპანიის 2011 წლის ანგარიშიდან ჩანს საზენიტო–სარაკეტო კომპლექს 50Р6А "Витязь"–ის ნომენკლატურა:
- ნაკეთობა 50Н6А - მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური.
- ნაკეთობა 50К6А - საბრძოლო მართვის პუნკტი.
- ნაკეთობა 50П6 - გამშვები დანადგარი.
- 9М96 ტიპის საზენიტო რაკეტები.
ყველა ნაკეთობა ბრიანსკის თვლიანი გამწეების ქარხანაში დამზადებულ მაღალი გამავლობის შასიზე იქნება განთავსებული. სავარაუდოდ კომპლექსის გამოცდები შემოდგომაზე დაიწყება.
საზენიტო კომპლექს "Витязь" 50П6–ის გამშვები დანადგარი. დანადგარის შემადგენლობაში 12 ცალი საზენიტო რაკეტა 9М96 შედის, რომლებიც პაკეტში სამ–სამადაა განთავსებული
БАЗ-69092-012–ზე განთავსებული საბრძოლო მართვის პუნქტი 50К6
БАЗ-69092-012–ზე განთავსებული მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური 50Н6А
რადიოსარელეო სადგური, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურსა,საბრძოლო მართვის პუნკტსა და გამშვებ დანადგარს შორის
სრ 9М96 და მფრლს 50Н6А
P.S. სრ 9М96 ასევე გამოიყენება სახომალდო სსკ "Редут"–ზე, მისი სროლის მანძილი 30–120 კილომეტრია. თვითონ "Витязь" 50П6–ის საარმიო დასახელება С-350-ია.
წყარო:
ЗРК средней дальности "Витязь"
No comments:
Post a Comment