შარშან უკვე ვწერდი უკრაინის მიერ ამერიკაში გაყიდული 4 ცალი Т-80ДУ–ს (Т-84) შესახებ – Т-80УД აშშ-ში. უკრაინამ ეს მანქანები ამერიკას სავარაუდოდ 2003 ან 2004 წელს მიჰყიდა. მანქანები მცირედით გადაკეთებულ Объект–478ДУ9-ებს წარმოადგენენ (სამი ცალი ადს "Дрозд"-ით აღჭურვილი Т-80УД (Объект 478БЭМ1), მეოთხე მანქანა ადს-ის ნაცვლად აღჭურვილი იყო კონდიციონერით (Объект-478БЭМ2). ოთხივე მანქანა Объект-478ДУ9-ის გადაკეთებით შეიქმნა). თუმცაღა ამერიკაში ეს მანქანები Дрозд-2–ით აღჭურვილი Т-80ДУ მარკირებით იქნა გაყიდული. გაყიდული მანქანებიდან 3 ცალზე აქტიური დაცვის კომპლექსი Дрозд-2 აყენია, ხოლო მეოთხე ტანკი, რომელიც ამ კომპლექსის გარეშეა, კონდიციონერითაა აღჭურვილი.
P.S. თავის დროზე ხარკოვის ტანკმშენებელმა ქარხანამ უკრაინის არმიისთვის 10 ცალი Т-84 "Оплот" (Объект–478ДУ9) ააწყო, თუმცაღა გადაუხდელობის გამო ეს მანქანები უკრაინის არმიამ ვერ მიიღო. შემდეგში ამ 10 ცალიდან ოთხი ცალი ამერიკაში აღმოჩნდა. ქვემოთა ფოტოებზე ამერიკაში გასაგზავნად გამზადებული სწორედ ეს მანქანებია გამოსახული.
No comments:
Post a Comment