Объект–478ДУ – Т-64–ის მსგავსი შიდა ამორტიზაციის ლითონის გორგოლაჭებიანი Т-80УД, მონაწილეობდა 1992 წელს პაკისტანურ გამოცდებში.
Объект–478ДУ1 – ჩვეულებრივი სავალი ნაწილის მქონე Т-80УД, მონაწილეობდა 1992 წელს პაკისტანურ გამოცდებში (პაკისტანმა ამ ვარიანტის 320 ცალი ტანკი შეისყიდა).
Т-84 Объект–478ДУ2 (სერიული ნომერი 54118) - 1995 წლის გაზაფხული, საერთაშორისო გამოფენა IDEX-95–ზე გაგზავნის წინ. წინამორბედისაგან მანქანა შედუღებულ–ნაგლინი კოშკურით, კომპლექს ТШУ-1 "Штора-1"–ის და ძრავა 6ТД-2–ის არსებობით გამოირჩეოდა.
Объект–478ДУ3 – პროექტის დონეზე.
Т-84 Объект–478ДУ4 – მიიღო, ახალ, უფრო მძლავრ ძრავასთან ადაპტირებული გაუმჯობესებული სიჩქარეთა კოლოფი, რომელშიც ჩვეულებრივ 7 წინა გადაცემასთან ერთად დამატებული იყო 3 უკანა გადაცემა. ამ კოლოფმა ტანკის მოძრაობის სიჩქარეთა დიაპაზონი საგრძნობლად გაზარდა. მისი დახმარებით ტანკი კარგ გზაზე 60–ის ნაცლად 73კმ/სთ–ს ანვითარებდა, ხოლო უკან გადაადგილების სიჩქარე 32კმ/სთ–მდე გაიზარდა.
Т-84 Объект–478ДУ5 – კარგად ჩანს კოშკურის უკან განთავსებური ნაკვეთური, რომელშიც კონდიციონერი და საბრძოლო მასალების ნაწილია განთავსებული. მასზე ასევე იცდებოდა ტრანსმისიის ავტომატურად მართვის სისტემა, რომელიც საწვავის ეკონომიისა და მძღოლ–მექანიკოსზე დატვირთვის შემცირების მიზნით, ძრავის რეჟიმის მართვასა და სიჩქარეთა ავტომატურ გადართვას ახორციელებდა. ამ სისტემის გამოყენებამ კონსტრუქტორებს მანქანის ბერკეტებიდან საჭით მართვაზე გადაყვანის საშუალება მისცა. მანქანის ეს ვარიანტი თურქულ ტენდერში ღებულობდა მონაწილეობას.
Объект 478ДУ6 – პროექტის დონეზე.
Т-84 (Объект-478ДУ7) - 2000 წელი, მალაზიის ტენდერში.
სერიული ტანკი Т-84 "Оплот" (Объект–478ДУ9) – დინამიკური დაცვა "Контакт-5"–ის ნაცვლად დაყენებულია "Нож". მანქანა ასევე აღჭურვილია დამხმარე ძალური აგრეგატ (APU) ЭА-8А და რადიოსანავიგაციო აპარატურა 1КРНА–ით.
Объект–478ДУ9-1/478ДУ10 (Т-84 Оплот-М) – ყველასთვის კარგად ცნობილი მანქანა, რომელშიც მოდერნიზაცია ფაქტიურად ყველაფერს შეეხო.
Объект–478Н Ятаган – ასევე ცნობილია სახელებით Т-84-120 და КЕРН2-120. მონაწილეობდა თურქულ ტენდერში. წარმოადგენს ტანკ Т-84 «Оплот»–ის ნატოს სტანდარტებთან ადაპტირებულ ვარიანტს – აღჭურვილია 120მმ–ნი გლუვლუვლიანი ქვემეხით და კოშკურის უკანა ნაწილში მოთავსებული ავტომატური დამტენით. ტანკზე დაყენებული ევროპული მაკომპლექტებლებიდან აღსანიშნავია ფრანგული Thomson–ის რადიოსადგური და ბელგიური FN Herstal–ის ტყვიამფრქვევი.
No comments:
Post a Comment