ჟურნალი "Defense Express"–ი, КрАЗ–ის ქარხნის პრეს–მდივნის, დინა სტეგანცოვას ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქარხნის მიერ 2012 წელს შესრულებული სამუშაოების და 2013 წლის გეგმების შესახებ წერს. ჟურნალის თანახმად 2012 წელს ქარხანამ სულ 899 ცალი მანქანა გამოუშვა, საერთო რაოდენობიდან 66% დსთ–ს ქვეყნებში იქნა მიწოდებული, 11% თვითონ უკრაინის შიგნით გაიყიდა, დანარჩენი 23% სხვა ქვეყნებში იქნა ექსპორტირებული. მანქანების ყველაზე დიდი რაოდენობა – 548 ერთეული რუსეთმა შეისყიდა, 57 მანქანა თურქმენეთმა, 38 ყაზახეთმა, ასევე აღსდგა მანქანების მიწოდება საქართველოში – ქართულმა მხარემ გასულ წელს 18 მანქანა შეიძინა.
P.S. ძალიან საინტერესოა რომელ ბაზარს მიეწოდა ეს მანქანები – სამხედროს თუ სამოქალაქოს.
No comments:
Post a Comment