Wednesday, March 20, 2013

Rafale–ს ავარიული შემთხვევა მალის თავზე





დააკვირდით ბოლო სურათს – რომელზეც ფრანგული გამანადგურებელი მოულოდნელ ბრეიკს აკეთებს. მიუხედავად იმისა რომ ფოტო არაა კარგი ხარისხისა, მაინც ჩანს რომ საწვავგასამართი შტანგის წვერი მოტეხილია, ხოლო საჰაერო ტანკერის საწვავის შალნგის ძაბრიდან საწვავი იფრქვევა.
ფოტოსურათები 17 მარტს, მალის თავზეა გადაღებული ამერიკის ავიაციის კუთვნილი საჰაერო ტანკერ KC-135R–იდან, რომელიც ოპერაციაში მიზიდული იყო რათა Rafale–B–ეს საწვავით უზრუნველყოფა განეხორციელებინა. თავის მხრივ  GBU-12–ებით აღჭურვილი Rafale–B მალის თავზე საჰაერო მხარდაჭერის მისიას ასრულებდა.

P.S. თვითონ გამანადგურებლის პროგრამის განვითარების კუთხით დავამატებდი რომ ჟურნალ Air Cοsmos–ის თანახმად F3 სერიის Rafale–ს შესაძლ;ებლობა ექნება მძიმე აღჭურვილობის კონფიგურაციაში (რომელიც ყველაფერთან ერთად 3 გარე დასაკიდ ავზზსაც მოიცავს) უკანა ორ, მე–6 და მე–10 პილონებზე, ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტები MICA ატაროს.

No comments:

Post a Comment