გასული წლის ზაფხულში ვწერდით რუსეთის ჯავშანტექნიკის საგამოცდო ცენტრში გადაღებული უცნობი ჭურვის წამყვან მოწყობილობაზე – დასავლეთის სატანკო ჭურვები რუსების ხელში. მაშინ ჯერ გაურკვეველი იყო თუ რა ჭურვის დეტალებთან გვქონდა საქმე, ამჯერად ეს ამოცანა ამოხსნილია – ინტერნეტ–ფორუმ СИЛА РОССИИ–ზე გამოქვეყნდა ახალი რუსული 125მმ–ნი სატანკო ჭურვების ფოტოსურათები, რომელთა დახმარებითაც არაა ძნელი იმის გარკვევა თუ რომელი ჭურვის დეტალების ფოტოები გავრცელდა შარშან:
ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი "Грифель–1&2" და მსხვრევად ფუგასური "Грифель–3"
ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი "Ссвинец–1&2"
როგორც ცნობილია დღეს–დღეობით რუსული არმიის ყველაზე თანამედროვე მასიურ ქვეკალიბრული ჭურვს 3ВБМ-17 Манго წარმოადგენს, რომელიც სერიაში 1986 წელს იქნა ჩაშვებული და მისი ჯავშანგამტანობა 60 გრადუსიანი კუთხით სავარაუდოდ 430მმ–ს უტოლდება.
ზემოთ მოყვანილ ფოტოებზე გამოსახულია ამ სფეროში რუსეთის სამხედრო საწარმოო კომპლექსის უკანასკნელი მიღწევები – "Ссвинец–1&2", "Грифель–1&2". ამ ჭურვების ჯავშანგამტანობა უცნობია, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის დაანგარიშებით "Ссвинец–2"–ს შემეგი გამტანობა გააჩნია:
2km V=1580, P(60)=730, P(0)=624
2km V=1490, P(60)=700, P(0)=600
ორი ვარიანტის არსებობა ჭურვის საწყისი სიჩქარის ზუსტი მონაცემების არქონამ გამოიწვია. როგორც დაანგარიშებიდან ჩანს "Ссвинец–2"–ს 60 გრადუსიანი კუთხით 700–730მმ ჰომოგენური ჯავშნის გახვრეტა შეუძლია, ხოლო 0 გრადუსზე ეს მონაცემები 600–624მმ–ს ტოლია. ეს გამტანობა 90–იანი წლების დასავლური ჭურვების (მაგალითად გერმანული DM-53 და ამერიკული M-829A2) ანალოგიურია. მაგრამ აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ "Грифель–1&2"–ს უფრო მეტი სიგრძე აქვს და მისი გამტანობაც გაცილებით მეტი უნდა იყოს.
ასევე უცნობია რამდენად სერიულებია ეს ჭურვები, ჟურნალ "ТиВ"–ის 2009 წლის მე–10 ნომრის სტატიის მიხედვით იმ დროს შემდეგი მონაცემები არსებობდა:
"რუსული ტანკების საცეცხლე ძალის გაზრდა გათვალისწინებულია საბრძოლო კომპლექტში ახალი, ეგრეთ წოდებული "გრძელი" (L=740 მმ) ჭურვების შეყვანით. ქვეკალიბრულ 3БМ42 "Манго"–თი აღჭურვილი გასროლა 3ВБМ17–ის ნაცვლად მიღებული იქნება გაზრდილი სიმძლავრის მქონე 3БМ59 "Свинец-1"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ22 და 3БМ60 "Свинец-2"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ23. ამ ჭურვების გამოყენება გამტანობასთან ერთად ეფექტური სროლის მანძილსაც ზრდის".
P.S. ახალი რუსული ჭურვები Т-90А-ს ტექნიკური აღწერილობის თანახმად მუხტ 4Ж96–ს მოიხმარენ.
ამგვარად არაა გამორიცხული რომ ახალი გასროლები უკვე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შემოზიდული იყოს.
რაც შეეხება თვითონ შარშანდელ ფოტოებს – ყველაზე სავარაუდოდ მასზე ერთ–ერთი "Грифель"–ია გამოსახული.
Свинец–1 (ან 2) ასევე გამოჩნდა რუსეთი ფედერაციის "მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" (Научно-исследовательский машиностроительный институт) 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში:
სავარაუდოდ "Свинец"–ის აწყობის პროცესი (კადრები ინსტიტუტისადმი მიძღვნილი ვიდეოდან. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე – К 80-летнему юбилею НИМИ)
თვითონ "Свинец"–ისა და "Грифель"–ის ფოტოები "მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" 80 წლის იუბილესამი მიძღვნილი წიგნიდანაა. წიგნში ასევე შესულია შემდეგი საინტერესო სატანკო ჭურვები:
პირდაპირი ჭავლის რეაქტიულ ძრავიანი სატანკო 125მმ–ნი ქვეკალიბრული ჭურვები
ქვეკალიბრული ჭურვი 3ВБМ-11 "Надежда"
ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი ჭურვ "Заступ"–ით აღჭურვილი 115მმ–ნი გასროლა
ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი ჭურვ 3БМ20 "Изомер"–ით აღჭურვილი 100მმ–ნი გასროლა 3УБМ8
ქვემეხ М-62Т2С–ისთვის განკუთვნილი 122მმ–ნი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი
No comments:
Post a Comment