Monday, March 18, 2013

ქართულ ამერიკული სწავლება „Agile spirit 2013“ დაიწყო


ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile spirit 2013“ -ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო მოსამსახურე და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი. ამ ქართულ ქვედანაყოფს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც დანაკარგის გარეშე დაბრუნდა საქართველოში.
სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2013” საქართველოში მესამედ ტარდება და  სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.
ერთ თვიანი სწავლება სამ ფაზად ჩატარდება. წვრთნების  აქტიური ფაზა დღეს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება.
ერთობლივი წვრთნები მედიისთვის ღიაა. პირველად ამ სწავლებაში თავად ჟურნალისტებიც მონაწილეობენ. ისინი ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გაივლიან.


The Georgian-U.S. Military Exercise „Agile spirit 2013“Started

An official ceremonial to mark the opening of joint exercise “Agile Spirit 2013” of Ministry of Defence of Georgia and United States Department of Defence has been organized at the drill ground of IV Infantry Brigade in Vaziani.
350 military servicemen of the U.S Marine Corps Black Sea Rotational Forces and 23rd Battalion of II Infantry Brigade take part in the joint training.  This Georgian unit has participated in the international security mission in Afghanistan and returned from the operation without any human losses.
The military exercise “Agile Spirit 2013” is conducted in Georgia for the third time and aims at enhancement of interoperability during peacekeeping operations between the military units of the two countries. 
One-month long exercise will be led in three phases. An active phase of the military training has launched today and will finish on 29 March.
The combined training is open for media outlets. Journalists are also engaged in the exercise for the first time. They will undergo special training to cover the ISAF mission in Afghanistan.















წყარო:
The Georgian-U.S. Military Exercise „Agile spirit 2013“Started


No comments:

Post a Comment