როგორ ცნობილი გახდა ისრაელში ვიზიტისას აშშ–ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, Cadillac–ის მარკის ლიმუზინი მწყობრიდან გამოვიდა. განცხადების თანახმად მომსახურე პერსონალმა ავზში ბენზინის ნაცვლად დიზელის საწვავი ჩაასხა. ლიმუზინი 20 მარტს, ბენ–გურიონის აროპორტში გამოვიდა მწყობრიდან.
მანქანის შემცვლელი ამერიკელებმა სასწრაფოდ გამოაგზავნეს ისრაელთან მოსაზღვრე იორდანიიდან, სადაც ის საწყობში ინახებოდა.
მწყობრიდან გამოსული საპრეზიდენტო ლიმუზინის ევაკუირება
ობამას Cadillac, რომელსაც ზედმეტსახელა "ნადირი" (The Beast) შეარქვეს, General Motors–ის მიერ სპეციალურად აშშ–ს პრეზიდენტისთვისაა დამზადებული. მანქანა სატვირთო პირკაპი GMC TopKick–ის ბაზაზეა აწყობილი, მისი სიგრძე 5,5 მეტრაა, დაახლოებით 9 ტონას იწონის, 100კმ–ზე 35 ლიტრა საწვავს ხარჯავს და მილიონ დოლარზე მეტი ღირს.
ლიმუზინის ჯავშანი პერიმეტრზე 12–იდან 20 სანტიმეტრამდე მერყეობს (გაძლიერებული ჯავშანი კარებისა და კორპუსის შეერთების და სხვა სუსტ ადგილებშია). მანქანის ჯავშანს შეუძლია მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ტყვიების შეჩერება. ხოლო ქვევიდან ქვეით საწინააღმდეგო ნაღმს უძლებს.
საკმაოდ საინტერესო ფოტო–სურათი, კარგად ჩანს ჯავშანკარების სისქე
No comments:
Post a Comment