Tuesday, March 19, 2013

SIPRI–ს ციფრები მსოფლიო იარაღის ბაზრის შესახებ

2013 წლის 18 თებერვალს SIPRI–მ (Stockholm International Peace Research Institute – სტოკჰოლმის საერთაშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტი) გამოაქვეყნა გასული წლების იარაღის გაყიდვების ტოპ–100 სია:

სტოკჰოლმი, 2013 წლის 18 თებერვალი, SIPRI Top 100 – ორგანიზაციის კვლევების თანახმად 2011 წელს ტოპ–100–ულის გაყიდვების საერთო ღირებულებამ 2011 წელს 410 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2010 წლის ტოპ–100–ეულის გაყიდვებთან შედარებით ეს ციფრი 5 პროცენტითაა შემცირებული. მთლიანობაში 2002 წლიდან ტოპ–100–ულში იარაღის გაყიდვის მაჩვენებელი 51 პროცენტითაა გაზრდილი.
ჩრდილოეთ ამიერიკისა და დასავლეთ ევროპის კომპანიები 100 საუკეთესო იარაღის ექსპორტიორთა სიაში ისევ დომინირებენ, ამ სიაში ინფორმაციის სიმწირის გამო არ არის შეყვანილი ჩინური კომპანიები. 44 ამერიკული იარაღით მოვაჭრე კომპანიის საერთო წილი ტოპ–100–ეულის გაყიდვების 60% უდრის, ხოლო დასავლეთ ევროპაში ბაზირებული 30 კომპანიის წილი საერთო თანხიდან 29% შეადგენს.
ორგანიზაცია იარაღით ვაჭრობის შემცირების რამოდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ორია – მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა, რაც ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული და ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა.
ორგანიზაციის ცნობით ბოლო წლებში ასევე შეიცვალა იარაღის ექსპორტიორ ქვეყნების პირველი ხუთეულის შემადგენლობაც – დიდი ბრიტანეთი, რომელიც ხუთეულში მეხუთე ადგილზე იყო ჩინეთმა ჩაანაცვლა. ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა რომ ჩინეთი ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში მოხვდა.


რამოდენიმე საინტერესო ფაქტი იარაღის მსოფლიო ბაზრის შესახებ:

  • ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის მოცულობა 2003–07 წლებთან შედარებით 2008–12 წლებში 17% გაიზარდა.
  • იარაღის მიმწოდებელი ხუთი უმსხვილესი ქვეყანა 2008–12 წლების მიხედვით – აშშ, რფ, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი. მათი ჯამური მაჩვენებელი საერთო თანხიდან 75 პროცენტ უდრის.
  • იარაღის ხუთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია – ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა და სინგაპური. მათი იარაღის იმპორტის საერთო რაოდენობა ბაზრის 32 პროცენტ შეადგენს.
  • 2008–12 წლებში იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი აზიისა და ოკეანიის რეგიონი გახდა (მათზე იმპორტის 47 პროცენტი მოდის), შემდეგია ახლო აღმოსავლეთი (17 პროცენტი), ევროპა (15 პროცენტი), ამერიკა (11 პროცენტი) და აფრიკა (9 პროცენტი).
  • 2008–12 წელბში 2003–07 წლებთან შედარებით მოხდა იარაღის იმპორტის საგრძნობი ზრდა აზიაში და ოკეანიაში (35 პროცენტით), ამერიკაში (34 პროცენტით) და აფრიკაში (104 პროცენტით), ასევე საგრძნობლად შემცირდა ისეთ რეგიონებში როგორებიცაა ევროპა (20 პროცენტით) და ახლო აღმოსავლეთში (7 პროცენტით).
  • პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩინეთი იარაღით მოვაჭრე სახელმწიფოების პირველ ხუთეულში მოხვდა, სადაც მან ბრიტანეთი ჩაანაცვლა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
იარაღის ხუთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა 2003–07 და 2008–12 წლებში და მათი იმპორტიორი ქვეყნები 2008–12 წლებში

იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი რეგიონები 2003–07 და 2008–12 წლებში


წყარო:
18 Feb. 2013: SIPRI Top 100 arms sales decreased in 2011: companies pursue diverse strategies in response to austerity measures

No comments:

Post a Comment