სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსეი კრივორუჩკომ, 2019 წლის 8 ნოემბერს, კომპანია "სუხოის" ფილიალი, "ამურის კომსომოლეცში" მდებარე ი. ა. გაგარინის სახელობის ავიაქარხანა მოინახულა (Комсомольский-на-Амуре Авиационный Завод - КнААЗ). ვიზიტისას მინისტრის მოადგილემ აწყობის პროცესში მყოფი პირველი სერიული მე-5 თაობის გამანადგურებელი, Су-57 (Т-50, ПАК ФА) დაათვალიერა - თვითმფრინავის ნომერია Т-50С-1 (სერიული ნომერი 51001). თვითმფრინავზე უკვე დატანილია საბორტე ნომერი "ლურჯი 01".
კრივორუჩკოს განცხადების თანახმად "ჯარებში გასაგზავნად პირველი სერიული Су-57 პრაქტიკულად მზადაა. წლის ბოლოს ის უკვე საჰაერო-კოსმოსურ ძალებს გადაეცემათ. მომავალ წელს კიდევ ერთ სერიულ გამანადგურებელს ველოდებით და ამის შემდეგ წარმოების რამდენადმე გაზრდაა დაგეგმილი".
КнААЗ-ში აწყობის სტადიაში მყოფი პირველი სერიული Су-57
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს კუბინკაში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ "Армия-2018"-ზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "სსუხოისთან" მე-5 თაობის პირველი ორი ცალი სერიული გამანადგურებლის შეძენის ხელშეკრულება გააფორმა. გამანადგურებლებზე პირველი ეტაპის ძრავები, "Изделие 117", დაყენდება. ხელშეკრულების შესრულების ვადა 2018-2020 წლები განისაზღვრა. გეგმის მიხედვით 2019 და 2020 წლებში თითო გამანადგურებელი უნდა იქნას აწყობილი.
დამატებით, 2019 წლის 27 ივნისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კომპანია "სუხოისთან" რუსეთის ავიაციისთვის კიდევ 76 ცალი მეხუთე თაობის გამანადგურებლის შეკვეთის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება 2020-2027 წლებში უნდ აგანხორციელდეს.
No comments:
Post a Comment