Showing posts with label მეომარი. Show all posts
Showing posts with label მეომარი. Show all posts

Wednesday, February 27, 2019

"დელტას" 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნი IDEX-2019-ზე

მიმდინარე წლის 17-19 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა  ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის (MENA) უმსხვილესი გამოფენა IDEX-2019, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია. ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოც.



სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგინა დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული და ქართული წარმოების შეიარაღების სხვა ნიმუშები. ქვემოთ მოყვანილია მობილური ნაღმტყორცნის ფოტოები და მისი მოკლე აღწერა.


2018 წელს სსსტც „დელტამ“თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, დაიწყო ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპური მოდულის შექმნა-ინტეგრაცია. რომლის ფართო მასებისთვის წარდგენაც პირველად  საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართება.

თანამედროვე მიდგომებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, დაპროექტებული და დამზადებული უახლესი ქართული მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“  ჯარების სხვადასხვაგვარობისთვის განკუთვნილი განსხვავებული ტიპის, დანიშნულებისა და კონფიგურაციის მანქანების, უნივერსალურ მოდულურ ჯავშანპლატფორმას წარმოადგენს. მათ შორისაა საარტილერიო ცეცხლით მხარდაჭერის მანქანები 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნების მოდულებით.  ორმაგად დაჯავშნული ჯავშანკაფსულა  მანქანის 5 კაციან ეკიპაჟს ბრძოლის ველზე არსებული ნამსხვრევებისგან და 7,62 მმ კალიბრიანი ჯავშანგამტანი ტყვიებისგან საიმედოდ იცავს. მაღალი გამავლობის მქონე სავალი ნაწილი საბრძოლო პოზიციის დაკავების საშუალებას სხვადასხვა სახის რთულ რელიეფზეც იძლევა.

120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა.
120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმმტყორცნისგან განსხვავებული, დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.


პოტენციური დამკვეთის სურვილის შესაბამისად საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით.

 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნი IDEX-2019-ზე

გამოფენის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. განს წარმომადგენლობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულმა დაიმსახურა.


Wednesday, February 20, 2019

სსსტც "დელტა" IDEX-2019-ზე

მიმდინარე წლის 17-22 თებერვალს პირველად საქართველოს ისტორიაში “დელტა” -მ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშებს წარმოადგინა. 

ქართულ პავილიონზე გამოფენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები. ქართულმა მხარემ ორი ძირითადი სიახლე წარადგინა გამოფენაზე, ესენია - მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი და 60 მილიმეტრიანი "მყუდროს" გაუმჯობესებული ვერსია.

დიდგორი

120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნი დიდგორი "მეომრის" ბაზაზე

გამოფენაზე წარდგენილი იქნა უხმაურო სროლის 60 მილიმეტრიან ნაღმმტყორცნ GNM-60 „მყუდრო“-ს ახალი ვარიანტი - შეცვლილია საყრდენი ფილის დიზაინი და სასხლეტის ფორმა და განლაგება (უფრო ერგონომიულია)

სნაიპერული შაშხანა "სატევარი"

დელტას წარმოებული საბჭთა РПГ-7-ის კლონი

მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა "პდშპ" 

ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი პდ–7

საერთო საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I და საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I 

სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III და სპეციალური დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-II

Monday, January 14, 2019

ექსკლუზივი - 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი "დიდგორი მეომრის" ბაზაზე

აზერბაიჯნულმა სამხედრო პორტალმა - Azeri Defence-მა, სსსტც "დელტა"-ს უახლესი,120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნის ფოტოსურათი და მოკლე ტტმ გაავრცელა. ნაღმტყორცნი დიდგორი "მეომრის" ბაზაზეა შექმნილი და მისი პრეზენტაცია, ამა წლის 17-21 თებერვალს, აბუდაბიში გამოფენა IDEX-2019-ზეა დაგეგმილი. 



მანქანა 4x4 ფორმულის სავალი ნაწილთაა აღჭურვილი, მისი სიგრძე 7240 მილიმეტრია, სიგანე 2350, საბრძოლო წონა 8200კგ, ძრავის სიმძლავრე 300ცხ/ძ., გარბენი სრული გამართვით 500 კმ. მას 5 მებრძოლის გადაყვანა შეუძლია. 

მანქანის უკანა ნაწილში 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნია დამონტაჟებული. მისი გაშლა, აკეცვა და დამიზნება ამძრავების დახმარებით, ავტომატურად ხორციელდება. ჭურვების დატენვას გათვლა ხელით ახორციელებს. გათვლა 3 კაცისგან შედგება. მსგავსი პრინციპით მოქმედებს ესპანური და უკრაინული სისტემები, რომელთა შესახებაც ბლოგზე უკვე ვწერდი:



Saturday, May 26, 2018

"დიდგორის" ოჯახობას საპატრულო მანქანა შეემატა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა“-მ, ჯავშანმანქანა "დიდგორის" ახალი ვერსია წარადგინა. მანქანა შეჯავშნული სამედიცინო–საევაკუაციო "დიდგორის"  ბაზაზეა შექმნილი.
მედევაკი "დიდგორის" შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა

ახალი მანქანა საპატრულო დანიშნულებისაა, იტევს ეკიპაჟისა და დესანტის 5 წევრს, ორი წინ, ორი უკან და ერთი შუაში, შეიარაღებასთან (ამერიკული Oshkosh M-ATV-ს მსაგვსად). მანქანამ ყველა აგრეგატი და კომპონენტი წინამორბედისგან უცვლელად მიიღო, შეცვლილია მხოლოდ მისი სიგრძე, კორპუსი მიახლოებით 60 სანტიმეტრით დამოკლდა.

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი საპატრულო "დიდგორი"

კორპუსის დამოკლებამ მანქანა საგრძნობლად შეამსუბუქა, რის შედეგადაც გაიზარდა მისი სამანევრო-მობილური შესაძლებლობები და რესურსი. თუმცაღა საპატრულო "დიდგორი" საცდელ ეტაპზეა და ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად ადაპტირებულია ეს სავალი ნაწილი ახალ წონა-გაბარიტებთან.

სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაკეთება, ისევ კორპუსს შეეხო - მანქანის უკანა ნაწილში სატვირთო ნაკვეთურია განთავსებული. ნაკვეთური მოდულური პრინციპითაა მანქანაზე დამაგრებული და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოხსნა და ფუნქციურად განსხვავებული ნაკვეთურის დაყენება (ამოსაწევი სადაზვერვო ანძა, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი და სხვა, ყველაფერი შემკვეთის ფანტაზიასა და ამანქანის წონა-ზომით გაბარიტებზეა დამოკიდებული). მოდულის მოსახსნელად, სულ რამდენიმე ჭანჭიკის მოხსნაა საჭირო. მისი შეცვლა საველე პრიბობებშიც შეიძლება.

კორპუსის უკან განთავსებული მოდულური ნაკვეთური


საპატრულო "დიდგორმა" შეინარჩუნა საბაზისო მანქანის დაცვის ხარისხი, რომელიც EN1063 სტანდარტის მიხედვით B7+ დონეს შეესაბამება. დაცვის ეს დონე გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანდაცვის წყალობით მიიღწევა (მანქანაზე საბაზისო დაცვის გარდა, გარედან, ფოლადისგან დამზადებული, მოდულური, ჯავშანფილებია დამაგრებული).

 ფოტოებზე კარგად ჩანს გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანი, რომელიც მანქანის კორპუსზე ჭანჭიკებითაა დამაგრებული