დღეს, 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა“-მ, ჯავშანმანქანა "დიდგორის" ახალი ვერსია წარადგინა. მანქანა შეჯავშნული სამედიცინო–საევაკუაციო "დიდგორის" ბაზაზეა შექმნილი.
მედევაკი "დიდგორის" შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა
ახალი მანქანა საპატრულო დანიშნულებისაა, იტევს ეკიპაჟისა და დესანტის 5 წევრს, ორი წინ, ორი უკან და ერთი შუაში, შეიარაღებასთან (ამერიკული Oshkosh M-ATV-ს მსაგვსად). მანქანამ ყველა აგრეგატი და კომპონენტი წინამორბედისგან უცვლელად მიიღო, შეცვლილია მხოლოდ მისი სიგრძე, კორპუსი მიახლოებით 60 სანტიმეტრით დამოკლდა.
26 მაისს, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი საპატრულო "დიდგორი"
კორპუსის დამოკლებამ მანქანა საგრძნობლად შეამსუბუქა, რის შედეგადაც გაიზარდა მისი სამანევრო-მობილური შესაძლებლობები და რესურსი. თუმცაღა საპატრულო "დიდგორი" საცდელ ეტაპზეა და ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად ადაპტირებულია ეს სავალი ნაწილი ახალ წონა-გაბარიტებთან.
სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაკეთება, ისევ კორპუსს შეეხო - მანქანის უკანა ნაწილში სატვირთო ნაკვეთურია განთავსებული. ნაკვეთური მოდულური პრინციპითაა მანქანაზე დამაგრებული და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოხსნა და ფუნქციურად განსხვავებული ნაკვეთურის დაყენება (ამოსაწევი სადაზვერვო ანძა, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი და სხვა, ყველაფერი შემკვეთის ფანტაზიასა და ამანქანის წონა-ზომით გაბარიტებზეა დამოკიდებული). მოდულის მოსახსნელად, სულ რამდენიმე ჭანჭიკის მოხსნაა საჭირო. მისი შეცვლა საველე პრიბობებშიც შეიძლება.
კორპუსის უკან განთავსებული მოდულური ნაკვეთური
საპატრულო "დიდგორმა" შეინარჩუნა საბაზისო მანქანის დაცვის ხარისხი, რომელიც EN1063 სტანდარტის მიხედვით B7+ დონეს შეესაბამება. დაცვის ეს დონე გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანდაცვის წყალობით მიიღწევა (მანქანაზე საბაზისო დაცვის გარდა, გარედან, ფოლადისგან დამზადებული, მოდულური, ჯავშანფილებია დამაგრებული).
ფოტოებზე კარგად ჩანს გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანი, რომელიც მანქანის კორპუსზე ჭანჭიკებითაა დამაგრებული
No comments:
Post a Comment