აბრაამსისა და მისი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ უკვე ვწერდი – ტანკები და უპილოტო საფრენი აპარატები. ამჯერად წარმოგიდგენთ იტალიური კომპანია Oto-Melara–ს მიერ წარმოებულ უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატს, რომელიც ტანკის ქვემეხიდან გაიტყორცნება და კილომეტრის რადიუსში შეუძია მოქმედება და სატანკო ქვედანაყოფისთვის სადაზვერვო გამოსახულების ცოცხალ დროში გადაცემა. უპილოტოს Oto-Melara Horus UAV ეწოდება.
უპილოტოს გატყორცნა სავარაუდოდ შეკუმშული ჰაერის საშუალებით ხდება, რომელიც სატანკო ჭურვის ფორმის კონტეინერშია ჩატუმბილი. გასროლის შემდეგ უპილოტოს ტანკიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით შეუძლია ფრენა და სადაზვერვო ინფორმაციის ცოცხალ დროში გადაწოდება.
უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატი Oto-Melara Horus UAV
უპილოტო საფრენი სადაზვერვო აპარატი Oto-Melara Horus UAV–ის მაკეტი გამოფენა IDEX 2011–ზე ქვემეხის ლულიდან გამოსვლის იმიტაციას ახდენს (ფოტოსურათების წყარო – Launching a UAV from an LAV’s main gun)
No comments:
Post a Comment