სწავლების დროს ხორციელდებოდა მიზნების აღმოჩენა უპილოტოს მიერ, რის შემდეგაც ტანკისტები ამ მიზნების განადგურებას ახდენდნენ
აშშ–ს საზღვაო ქვეითების ბაზა კამპ ლეჟენუე (CAMP LEJEUNE) – აშშ–ს საზღვაო ქვეითების მე–2 დივიზიის, მე–2 სატანკო ბატალიონის საზღვაო ქვეითებმა, 15 ოქტომბერს, პოლიგონ SR-10–ზე განახორციელეს სწავლება, რომლის განმავლობაშიც ტანკი M1A1 Abrams და უპილოტო საფრენი აპარატი RQ-11 Raven შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
სწავლება უპილოტოს სადაზვერვო შესაძლებლობების შეემოწმებას ისახავდა მიზნად. აპარატის სწორედ გამოყენების შემთხვევაში მის მიერ მოწოდებული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს მტრის რაოდენობას, მანძლის მტრამდე და მათი ადგილმდებარეობის ინფორმაციას.
RQ-11 Raven–ის ოპერატორის, კაპრალ პიტერ ჯ. რიჰტერის განცხადების თანახმად "RQ-11 Raven იძლევა ჩიტის ფრენის სიმაღლიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას. შეუძლია იმ მიზნებზე ინფორმაციის მოპოვება, რომლებიც ძალიან შორსაა და მათი დანახვა შეუძლებელია". "უპილოტოები ასევე კარგია რთული რელიეფის პირობებში ნავიგაციისა და ძებნისთვის".
შვიდ ფუნტიანი სადაზვერვი უპილოტო, მებრძოლ ქვედანაყოფებს თავისი კამერით ეხმარება მტრის შესახებ ინფოირმაციის მოპოვებაში. მას შემდეგ რაც RQ-11 Raven მოიპოვებს მტრის შესახებ ინფორმაციას, ის მყისიერად იგზავნება ქვევით, სახმელეთო ქვედანაყოფებთან. მტრის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტანკისტებს ბრძოლისათვის ხელსაყრელ პოზიციების დაკავებეის საშუალება ეძლევათ.
წყარო:
No comments:
Post a Comment