ამერიკის პირველმა გიგანდტურმა სადაზვერვო დირიჟაბლმა წარმატებით დაასრულა პირველი ფრენა. ფრენა ტექნიკური პრობლემების გამო დაგეგმილიდან ერთი წლით გვიან შესდგა. 90 მეტრის სიგრძის გიგანტური დირიჟაბლის დანიშნულებაა კვირების განმავლობაში დაუშვებლად აწარმოოს დიდი რაიონების დაზვერვა და დაკვირვება.
უპილოტო საფრენი აპარატები აშშ-ს აარმიისთვის წარმოადგენენ მომავლის ომის განუყოფელ ნაწილს. მაგრამ საჰაერო რობოტებს ერთი დიდი მინუსი გააჩნიათ: საწვავზე არიან დამოკიდებულები და მცირე დროის განმავლობაში შეუძლიათ მხოლოდ საჰაერო პატრულირების განხორციელება. თუ ვინმეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სურს გააკონტროლოს რაიმე კონკრეტული რაიონი მაშინ უნდა გამოიყენოს უპილოტო აპარატების დიდი რაოდენობა.
სწორედ ამ რღვევის ამოვსებას ისახავს მიზნად მომავალში ზუსტად ეს გიგანტური დირიჟაბლი სახელწოდებით Long Endurance Multi-Intelligence Vehicle (LEMV). დირიჟაბლმა გასულ სამშაბათს, 7 აგვისტოს პირველი ფრენა განახორციელა, ავიაბაზა Lakehurst-იდან. ფრენის დროს დირიჯაბლს ეკიპაჟი საათნახევარი მართავდა. 2013 წელს, სერიაში ჩაშვების შემდეგ მისი მართვა დისტანციურად განხორციელდება. სავარაუდოდ მისი პირველი საბრძოლო გამოყენება ავღანეთში მოხდება.
უპილოტო დირიჟაბლი LEMV წარმოადგენს ჰიბრიდულ საჰაერო აპარატს. მისი აფრენა აეროდინამიკური წევის ძალით ხორციელდება, შემდეგში მზუბუქი აირის დახმარებით ჩერდება ჰაერში, ხოლო მისი მართვა ძრავების დახმარებით ხორციელდება. LEMV 7 კილომეტრის სიმაღლეზე შეძლებს ფრენას, ხოლო მისი ოპერატიული მოქმედების რადიუსი 3000 კილომეტრის ფარგლებში იქნება. მას ასევე შეეძლება ატაროს 1,25 ტონა სადაზვერვო აპარატურა.

დირიჟაბლ LEMV–ის პირველი ფრენის ვიდეო
No comments:
Post a Comment