28 ივლისს სახომალდო გამანადგურებელმა МиГ-29КУБ–მა პირველი დაჯდომა განახორციელა მძიმე ავიამზიდ კრეისერ "Vikramaditya"–ზე (ყოფილი საბჭოთა "Адмирал Горшков"). ავიამზიდზე დაჯდომა განახორციელა მფრინავ გამომცდელმა ნიკოლაი დიორიდცინმა და მფრინავ გამომცდელმა მიხაილ ბელიაევმა.
МиГ-29КУБ ავიამზიდზე დაჯდომის მომენტში, გამანადგურებელი აღჭურვილია ჰაერი–ჰაერი ტიპის რაკეტებით (РВВ-МД + РВВ-СД)
დაჯდომამდე გამანადგურებელმა 23 ივლისს პირველად განახორციელა გემბანზე შეხება დაჯდომის გარეშე
2004 წელს რუსეთმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს "Адмирал Горшков"–ის მოდერნიზაციის შესახებ. კონტრაქტის ღირებულებამ 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხელშეკრულების თანახმა ინდური მხარე ავიამზიდს უფასოდ მიიღებდა, მაგრამ ფული უნდა გადაეხადა მისი მოდერნიზაციისთვის. ასევე კონტრაქტში შედიოდა МиГ-29К/КУБ პარტიის საფასური. მოგვიანებით კონტრაქტის ღირებულება 2,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
გამანადგურებლის დაჯდომის ვიდეო
No comments:
Post a Comment