სირიელი სამხედროები, 3 წლიანი ომის და აფეთქებული რამოდენიმე ასეული ტანკის მერე, როგორც იქნა სერიოზულად დაფიქრდნენ მოძველებული, საბჭოთა ტანკ Т-72М1–ს, დამატებითი ჯავშნით აღჭურვაზე.
ამჯერად კუსტრაული თვითშემოქმედების ნაცვლად ვხედავთ ქარხნულ ნამუშევარას – ტანკის მთელი პერიმეტრზე, როგორც კორპუსზე, ასევე კოშკურაზე, დაყენებულია ცხაურებიანი ეკრანები.
ცხაურების გარდა ტანკზე კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილა და ბორტები აღჭურვილია გაშორიშორებული ჯავშანეკრანებით და სიმძიმეებიანი ჯაჭვებით. პირველი კარგად მუშაობს კუმულაციური ჭავლის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ცხაურების მსგავსად მოქმედებს, ოღონდ ცოტა უფრო სუსტად (ანალოგიური გადაწყვეტილება ებრაულ Merkava–ზეა გამოყენებული).
No comments:
Post a Comment