1-ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის მე–5 პოლკის მე–2 ბატალიონის ტანკი M1А2 SEP v.2 Abrams სწავლება NATO "Combined Resolve II"–ის დროს გერმანიაში, ჰოჰენფელსის პოლიგონზე
აღნიშნული ძალები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამი თვით იქნებიან გადასროლილები და მიზნად ექნებათ "ევროპელი მოკავშირეების დაწყნარებაში დახმარება, რომლებიც რუსული ჯარების გადაადგილებებისგან საფრთხეს გრძნობენ".
1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის "მძიმე" საასეულო ტაქტიკური ჯგუფები ამ ქვგეყნებში 2014 წლის აპრილიდან, ოპერაცია "Atlantic Resolve"–ს ფარგლებში გაშლილ 173–ე საჰაერო სადესატნო ბრიგადის საასეულო ტაქტიკურ ჯგუფებს ჩაანაცვლებენ (აღნიშნული ბრიგადა იტალიაში, ვინჩენცეში დისლოცირდება). 1–ლო საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბროიგადის ჯგუფები გაშლის შემდეგ ინტენსიურ სწავლებებს განახორციელებენ.
2014 წლის 15 მაისიდან 30 ივნისამდე 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის ქვედანაყოფები (1000 კაზამდე პშ, 29 ტანკი М1А2 SEP v.2 და 33 ქსმ М2А3 Bradley) გაშლილი იყო გერმანიაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ НАТО–ს სადემონსტრაციო მანევრებში "Combined Resolve II" (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – გენერალი Abrams ევროპაში ბრუნდება).
წყარო:
No comments:
Post a Comment