საუდელებთან გაფორმებული კონტრაქტის შესახებ უკვე ვწერდი სტატიაში სახელწოდებით - გილოცავთ - სსსტც „დელტა“ საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის. ამჯერად დელტას საამქროდან ამ მანქანების გასააგზავნად მომზადების ფოტოებს წარმოგიდგენთ:
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label უდაბნოს დიდგორი. Show all posts
Showing posts with label უდაბნოს დიდგორი. Show all posts
Wednesday, January 27, 2016
Tuesday, January 26, 2016
გილოცავთ - სსსტც „დელტა“ საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის.
სსსტც "დელტა" იუწყება:
საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებს.
,,დელტას,, მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა.
მანქანის ტესტირებები კი 1 დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა.
საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა - მათ შორის: მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების , მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40 კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე.
სულ ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა - როგორებიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat.
ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი, და გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად. თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდმე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა.
ტესტირებების დასრულების შემდეგ თვეების განმავლობაში სატენდერო კომისიაში მიმდინარეობდა მიღებული შედეგების შეჯამება და ანალიზი.
2015 წლის დასაწყისში კომისიის მიერ სსსტც ,,დელტას“ წარედგინა კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც „დელტამ“ დაამზადა კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი.
2015 წლის მარტის თვეში დელტას ეწვია საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია რა დროსაც მათ შეაფასეს დელტას საწარმოო ბაზა და დაათვალიერეს მათი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული უახლესი სამედიცინო ჯავშანმანქანა. ( ვიზიტის დროს აგრეთვე ჩატარდა სამედიცინო ჯავშანმანქანის ჯავშნის სადემონსტრაციო ჩვენება).
2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ - სსიპ სსსტც „დელტა“, კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მიაწოდებს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას.
ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.
Tuesday, May 26, 2015
უდაბნოს პირობებისათვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა "დიდგორი"
მაშ ასე – ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და მტერზე გამარჯვებას გისურვებთ. დღეს საკმაოდ ემოციური დღე მქონდა – ბევრი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე ვნახე და დავათვალიერე 26 მაისისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. დავიწყოთ უდაბნოს "დიდგორით", რომელმაც საუდის არაბეთში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა (დელტას წარმომადგნელის თანახმად).
უდაბნოს დიდგორში რამოდენიმე ცვლილებაა შეტანილი – დაყენებულია კონდიციონერი, ასევე ცხელი კლიმატის პირობების შესაბამისად მოხდა მისი ძრავა–ტრანსმისიის ადაპტაცია.
უდაბნოს დიდგორში რამოდენიმე ცვლილებაა შეტანილი – დაყენებულია კონდიციონერი, ასევე ცხელი კლიმატის პირობების შესაბამისად მოხდა მისი ძრავა–ტრანსმისიის ადაპტაცია.
სადესანტო ნაკვეთურში 6 კაცის თავისუფლად ეტევა + ეკიპაჟის 2/3 წევრი
დიდგორი–1, 2, 3 და უდაბნოს დიდგორი ერთ რიგში
უდაბნოს დიდგორი და სამედიცინო საევაკუაციო მანქანა დიდგორის ბაზაზე
Subscribe to:
Posts (Atom)









