Super Heron HF
სინგაპურის ავიასალონის ფარგლებში ებრაულმა კომპანია ΙΑΙ–მ განახორციელა ახალი გაუმჯობესებული უპილოტო საფრენი აპარატის, Super Heron HF–ის პრეზენტაცია. უპილოტოში ძირითად ცვლილებეას 115ც/ძ–ნი Rotax 914–ის ნაცვლად ჩაყენებული იტალიური FIAT–ის დიზელის, 200ც/ძ–ნი ძრავა წარმოადგენს.
ახალი ძრავის დახმარებით უპილოტომ ასაფრენი წონა 1250–დან 1450 კგ–მდე გაზარდა, ასევე გაიზარდა სიჩქარე 115 კვანძიდან (213კმ/სთ) 150 კვანძამდე (277,8კმ/სთ), თუმცა ფრენის ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა – 45 საათი 30 000 ფუნტის (9150მ) სიმაღლეზე.
No comments:
Post a Comment