Monday, February 10, 2014

DEFEXPO-2014 - ინდოეთის არმია საიერიშო შაშხანების გამოცდებს იწყებს

ინური ARDE–ს მულტი კალიბრული შაშხანა (ARDE's (DRDO) Multi Caliber Individual Weapon System (MCIWS) rifle)

ინდოეთში მიმდინარე მომავლის ჯარისკაცის პროგრამაზე ბლოგში უკვე ვწერდი – Future Infantry Soldier Program 2020 (ინდოეთის არმიის ახალი შაშხანის ტენდერი).  როგორც ცნობილია ინდოეთის არმია ამ პროგრამის ფაგლებში გეგმავს 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 66 000 ცალი 5,56x45 შაშხანის შესყიდვას (შაშხანას ინდოეთის არმიაში ყველაზე გავრცელებული ტყვიის – ოფციონალურად 7,62x39 გამოყენებაც უნდა შეეძლოს).
ამჯერად ინდოეთში მიმდინარე გამოფენა DEFEXPO-2014–ზე იტალიური კომპანია Beretta–ს გენერალური მენეჯერის, კარლო ფერლიტოს, განცხადების თანახმად კონკურსში სამონაწილეოდ შემდეგი შაშხანები არიან წარდგენილები – ჩეხური CZ–807A Bren, იტალიური Beretta ARX-160, ებრაული IWI ACE–1 და აშშ–ს Colt Combat Rifle ან Advanced Colt. გამოცდები რამდენიმე თვე გაგრძელდება და რამდენიმე სხვადასხვა ადგილას და კლიმატურ ზონებში განხორციელდება. შაშხანები სასროლ გამოცდებს რაჯასტანის უდაბნოსა და ჰიმალაის მაღალმთიან რეგიონებში გაივლიან, ასევე მოხდება მათი გამოცდა სპეციალურ კამერებში.

P.S. საინტერესოა თვითონ ინდური შაშხანა რატო არა მონაწილეობს კონკურსში?

წყარო:

No comments:

Post a Comment