მოსკოვი, 14 თებერვალი – "2014 წელს სამხრეთ სამხედრო ოლქში დაგეგმილია 14 შენაერთისა და სამხედრო ნაწილის ახალი და მოდერნიზირებული ტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვა". ამის თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურმა, გენერალ–პოლკოვნიკმა ალექსანდრე გალკინმა განაცხადა.
გენერლის სიტყვების თანახმად მიმდინარე წელს დაგეგმილია ოლქის 26 პერსპექტიული სამხედრო ქალაქის მშენებლობის დასრულება, ხოლო ის ობიექტები რომლებზეც მოთხოვნა არაა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში გადავა.
ამას გადა, მიმდინარე წელს უწყება გეგმავს კონტრაქტნიკებით ოლქის 14 პრიორიტეტული შენაერთისა და სამხედრო ნაწილის დაკომპლექტებას. გალკინმა ასევე დასძინა რომ, დაგეგმილია საშტატო–საორგანიზაციო ღონისძიებების შესრულება ოთხ შენაერთში.
"2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარების შესაძლებლობები 3% გაიზრდება. ეს საშუალებას მისცემს მათ წარმატებით გაართვან თავი დასმულ ამოცანებს, უზრუნველყონ სამხედრო უსაფრთხოება და რუსეთის ფედერაციის ინტერესები სამხრეთ–დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე" – განაცხადა გენერალმა.
წყარო:
В ЮВО в 2014 году планируется перевооружить 14 соединений новыми образцами техники
წყარო:
В ЮВО в 2014 году планируется перевооружить 14 соединений новыми образцами техники
No comments:
Post a Comment