Wednesday, February 12, 2014

ევროპული რსთ ფეხს იდგამს

11თებერვალი, ესპანეთი, როტას საზღვაო ბაზა –  სარაკეტო ნაღმოსანის, USS Donald Cook–ის ბაზაზე მისვლის მომენტი
11 თებერვალი, ესპანეთი, როტა – არლი ბერკის (Arleigh Burke) კლასის სარაკეტო ნაღმოსანი, USS Donald Cook (DDG 75), როტას საზღვაო ბაზაზე ჩავიდა, სადაც ის მოქმედებას დაიწყებს აშშ–ს მე–6 ფლოტის მოქმედების ზონაში.
USS Donald Cook (DDG 75) არის არლი ბერკის კლასის პირველი იმ ოთხი სარაკეტო ნაღმოსნიდან, რომლებიც აშშ–ს მე–6 ფლოტის მოქმედების ზონაში უნდა განთავსდეს. მომავალი მას შემდეგი ნაღმოსნები შეუერთდებიან –  USS Росс (DDG 71), USS Porter (DDG 78 ) და USS Carney (DDG 64) და ეს ხომალდები რეგიონში 2 წელი დარჩებიან.
ეს ოთხი სარაკეტო ნაღმოსანი ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაზრდის მიზნით იქნება გამოყენებული. აშშ–ს მე–6 ფლოტის შემადგენლობაში ისინი მრავალ ფუნქციას შეასრულებენ და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი NATO–ს ქვეყნების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფა იქნება.
2012 წლიდან USS Donald Cook–ის მთავარ საიარაღო კალიბრს რაკეტები RIM-161 Standard Missile 3 (SM-3) და გაუმჯობესებული შესაძლებლობების სისტემა AEGIS წარმოადგენს.


წყარო:

No comments:

Post a Comment