როგორც ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა – არმიის სპეცდანიშნულების რაზმმა, ხუთშაბათს, 2014 წლის 6 მარტს, წითელ ზღვაში, დააკავა ხომალდი, რომელსაც ირანიდან გაზას სეკტორში რაკეტები და რაკეტის საბრძოლო ქობინები მჰქონდა. ისრაელის ელიტარული სამხედრო–საზღვაო ძალების სპეც რაზმის, Shayetet–13–ის წევრებმა დილის 5 საათზე თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანეს პანამის დროშით მცურავი სავაჭრო ხომალდი “Klos-C”. ოპერაციის შედეგად არავინ არ დაზარალებულა, ხომალდის ეკიპაჟმა მებრძოლებს წინააღმდეგობა არ გაუწია.
როგორც ებრაელი სამხედრო ანალიტიკოსები იუწყებიან, ირანმა, ლიბანის სამხრეთით, ანტიებრაულ ტერორისტულ ორგანიზაციას, ჰესბოლას, უკვე ათობით ათასი რაკეტა მიაწოდა.
ხომალდის დაკავების ვიდეოსიუჟეტი
ხომალდის შიგთავსი
წითელ ზღვაში, ისრაელიდან 1600კმ–ს მოშორებით, სპეცრაზმელების მიერ დაკავებული იარაღის პარტია მოიცავდა, სირიული წარმოების M–302–ებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 125 მილს (მიახლოებით 200კმ) შეადგენს და შეუძლიათ სამიზნის ქვეშ ისრაელის მთელი ტერიტორია მოაქციონ.
როგორც ისრაელის მთავრობის პრეს–მდივანმა, ჯენიფერ პსაკიმ (Jennifer Psaki), განუცხადა ჟურნალისტებს – იარაღის ამოღება განხორციელდა ისრაელისა და აშშ–ს მჭიდრო კოორდინაცის შედეგად, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
წინასწარი ინფრომაციით იარაღის ეს პარტია სირიიდან იქნა გამოტანილი, საიდანაც თვითმფრინავებით იქნა გადატანილი ირანში, ხოლო ბოლოს სუდანში იქნა დატვირთული ხომალდზე. რაკეტები ცემენტის ტომრებში იყო დამალული.
წყარო:
No comments:
Post a Comment