სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
ამერიკის არმია ქვეითი ბრიგადების (Infantry Brigade Combat Team) დამხმარე ტრანსპორტის როლში მძიმე ყველგანმავლის ( Infantry Squad Vehicles - ISV) შექმნაზე მუშაობს. დასაწყისისთვის დაგეგმილია 649 მანქანის შეძენა, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში 2065 მანქანა იქნება შესყიდული.
კონკრუსის ფარგლებში სამი მონაწილე იქნა არჩეული:
- Oshkosh Defense და Flyer Defense LLC - წარმოადგინეს მოდერნიზირებული Flyer GMV 1.1 (გამოიყენება SOCOM-ის მიერ)
- SAIC და Polaris - წარმოადგინეს Polaris-ის DAGOR
- GM Defense - რომელმაც Chevrolet Colorado ZR2-ის ბაზაზე შექმნილი ყველგანმავლითაა ჩართული კონკურსში.
Flyer GMV 1.1
DAGOR
Chevrolet Colorado ZR2
კონკურსის გამარჯვებული მომავალ წელს გამოვლინდება. ცნობისთვის ეს აშშ-ს არმიის მეორე მსგავსი კონკურსია, პირველი წარუმატებლად დასრულდა და ბოლოს სპეცრაზმებისთვის და საჰაერო დესანტისთვის Flyer GMV 1.1 შეიძინეს (რომლებიც ასევე უნდა შეიცვალოს ISV-ს პროგრამაში გამარჯვებული მანქანით).
წყარო - US Army picks 3 teams to build Infantry Squad Vehicle prototypes
წყარო - US Army picks 3 teams to build Infantry Squad Vehicle prototypes
No comments:
Post a Comment