Showing posts with label ყველგანმავალი. Show all posts
Showing posts with label ყველგანმავალი. Show all posts

Friday, August 30, 2019

აშშ-ს არმიის ყველგანმავლის პროგრამა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

ამერიკის არმია ქვეითი ბრიგადების (Infantry Brigade Combat Team) დამხმარე ტრანსპორტის როლში მძიმე ყველგანმავლის ( Infantry Squad Vehicles - ISV) შექმნაზე მუშაობს. დასაწყისისთვის დაგეგმილია 649 მანქანის შეძენა, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში 2065 მანქანა იქნება შესყიდული.

კონკრუსის ფარგლებში სამი მონაწილე იქნა არჩეული:
  • Oshkosh Defense და Flyer Defense LLC - წარმოადგინეს მოდერნიზირებული Flyer GMV 1.1 (გამოიყენება SOCOM-ის მიერ)
  • SAIC და Polaris - წარმოადგინეს Polaris-ის DAGOR
  • GM Defense - რომელმაც Chevrolet Colorado ZR2-ის ბაზაზე შექმნილი ყველგანმავლითაა ჩართული კონკურსში.

Flyer GMV 1.1 

DAGOR

Chevrolet Colorado ZR2

კონკურსის გამარჯვებული მომავალ წელს გამოვლინდება. ცნობისთვის ეს აშშ-ს არმიის მეორე მსგავსი კონკურსია, პირველი წარუმატებლად დასრულდა და ბოლოს სპეცრაზმებისთვის და საჰაერო დესანტისთვის Flyer GMV 1.1 შეიძინეს (რომლებიც ასევე უნდა შეიცვალოს ISV-ს პროგრამაში გამარჯვებული მანქანით).

წყარო - US Army picks 3 teams to build Infantry Squad Vehicle prototypes

Saturday, November 15, 2014

ახალი ყველგანმავალი დანიელი სპეცებისთვის

დანიაში გამოცდებს გადის სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის განკუთვნილი ახალი ყველგანმავალი GDELS ATTV (General Dynamics European Land Systems All-Transportable Tactical Vehicle).  ATTV შექმნილია Rally Raid–ის მანქანების ბაზაზე და სპორტული საიკდარი გააჩნია, რაც მას მაქსიმალურ მანევრირებას და სიჩქარეს, მაღალ მარგ დატვირთვასა და საიმედოობას სძენს.
ATTV პირველად General Dynamics European Land Systems–ისა და ჰოლანდიელი პარტნიერბის მიერ წარმოდგენილი იქნა გამოფენა Eurosatory 2014, სადაც ის სპეცდანიშნულების კონფიგურაციით წარმოადგინეს.
მაღალი ტვირთამწეობა და უნიკალური დიზაინი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს დაცვის სახვადასხვა კომპლექტების ინტეგრაცია. მანქანაზე ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის შეიარაღების დაყენება.
ATTV–ზე აყენია 4 ტაქტიანი დიზელის ძრავი Steyr M1600053-B და 6 საფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა კოლოფი ZF. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 170კმ/სთია, ხოლო გარბენის მანძილი 1200კმ. 
  
 


წყარო:

Wednesday, May 21, 2014

Mercedes Benz AMG 6x6 - ნამდვილი მამაკაცის ოცნება

საკმაოდ მძლავრი, 6x6 სავალი ფორმულის მქონე ნადირი, რომელსაც კაპოტის ქვეშ 544 ცხენის ძალა უცემს და ალბათ ყველა მამაკაცის ოცნებას წარმოადგენს. მოკლედ უყურეთ ვიდეოს და დატკბით:



ასეთი სამხიდიანი Mercedes–ები ავსტრალიის არმიასა ყავს შეიარაღებაში. მათი რაოდენობა მთლიანობაში ამ წლის ბოლოს 200–ს მიაღწევს: