суббота, 15 ноября 2014 г.

ახალი ყველგანმავალი დანიელი სპეცებისთვის

დანიაში გამოცდებს გადის სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის განკუთვნილი ახალი ყველგანმავალი GDELS ATTV (General Dynamics European Land Systems All-Transportable Tactical Vehicle).  ATTV შექმნილია Rally Raid–ის მანქანების ბაზაზე და სპორტული საიკდარი გააჩნია, რაც მას მაქსიმალურ მანევრირებას და სიჩქარეს, მაღალ მარგ დატვირთვასა და საიმედოობას სძენს.
ATTV პირველად General Dynamics European Land Systems–ისა და ჰოლანდიელი პარტნიერბის მიერ წარმოდგენილი იქნა გამოფენა Eurosatory 2014, სადაც ის სპეცდანიშნულების კონფიგურაციით წარმოადგინეს.
მაღალი ტვირთამწეობა და უნიკალური დიზაინი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს დაცვის სახვადასხვა კომპლექტების ინტეგრაცია. მანქანაზე ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის შეიარაღების დაყენება.
ATTV–ზე აყენია 4 ტაქტიანი დიზელის ძრავი Steyr M1600053-B და 6 საფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა კოლოფი ZF. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 170კმ/სთია, ხოლო გარბენის მანძილი 1200კმ. 
  
 


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий