среда, 12 ноября 2014 г.

NATO – რუსული ტექნიკა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე


ოთხშაბათს გაკეთებული NATO–ს განცხადების თანახმად რუსული საბრძოლო ქვედანაყოფებისა და ჯავშანტექნიკის კოლონები აღმოსავლეთ უკრაინისკენ გადაადგილდებიან.
Agence France-Presse–ს NATO–ს გაერთიანებული ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა, ფილიპე ბრიდლავმა შემდეგი განცხადება გაუკეთა – "ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული ტექნიკა, პირველ რიგში რუსული ტანკები, რუსული არტილერია, რუსული ჰსთ სისტემები და რუსული არმიის ნაწილები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში შედიოდნენ".

ეუთოს დამკვირვებლებმა ასევე დაადასტურეს ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

რუსებმა კლასიკურად უპასუხეს – შევეჩვიეთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებსო.

სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:

Комментариев нет:

Отправить комментарий