პირველი რუსული ექსპერიმენტალური ჰიპერბგერითი რაკეტა ГЭЛА ავიასალონ МАКС-1995–ზე
სამშაბათს, როგორც ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების კორპორაციის გენერალურმა დირეკტორმა, ბორის ობნოსოვმა განაცხადა – პირველი საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტები რუსეთში მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში შეიქმნება.
"ჩემი შეფასებით პირველი ჰიპერბგერითი რაკეტები ამ ათწლეულში უნდა გამოჩნდეს. 2020 წლისათვის ჩვენ ექვსი–რვა Мах–ს მივაღწევთ, მეტი სიჩქარეები უფრო ხანგრძლივი პერსპექტივაშია შესაძლებელი" – განუცხადა ჟურნალისტებს ობნოსოვმა, გამოფენა Airshow China-2014–ზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ობნოსოვმა აღნიშნა ჰიპერბგერითი რაკეტა საჰაერო ბაზირებისა იქნება და პდრძ–ს (პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავა) ჩასაშვებად საჭირო საწყისი სიჩქარის მისაღწევად საჰაერო პლატფორმას გამოიყენებს.
მან ასევე დასძინა, რომ, პილოტირებადი ჰიბერბგერითი საფრენი აპარატები 2030 წელზე ადრე არ გამოჩნდება – "ჩემის აზრით პილოტირებადი ფრენები, ჰიპერბგერით სიჩქარეებზე 2030–2040 წლებში განხორციელდება."
პირველი ПАК ДА (Перспективный Авиационный Комплекс Дальней Авиации), რუსეთის ავიაციაში გეგმის მიხედვით 2023 წელს გამოჩნდება და ობნოსოვის თანახმად ის ჰიპერბგერითი რაკეტებით იქნება აღჭურვილი.
წყარო:
First Russian air-launched hypersonic missiles expected for 2020
წყარო:
First Russian air-launched hypersonic missiles expected for 2020
No comments:
Post a Comment