Thursday, August 29, 2019

МАКС-2019-ზე განახლებული Ми-24П-1М იქნა წარმოდგენილი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


МАКС-2019-ზე რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია "Ростех"-მა, გაუმჯობესებული საბრძოლო მახასიათებლების მქონე Ми-24П-1М წარადგინა. მანქანა განახლებული რადიოელექტრონული აპარატურითაა აღჭურვილი.


კორპორაციის განცხადების თანახმად - "მოდერნიზირებულ Ми-24П-ზე თანამედროვე, უნიფიცირებული საპილოტაჟე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი, აქტიურ-ფაზირებული ცხაურის მქონე რადიოლოკაციური სადგური, თანამედროვე სრულფასოვანი ავტოპილოტი, თავდაცვის საბორტე და ელექტრომომარაგების ახალი სისტემები აყენია. ცარიელი ვერტმფრენის წონა, ოპციონალური აპარატურიდან გამომდინარე, შეიძლება 430 კგ-თი დამსუბუქდეს".

Ми-24П-1М-ის პილოტისა და შტურმანის კაბინები

ახალი ელექტროაპარატურის წყალობით გაზრდილია ვერტმფრენის გადარჩენადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. "Ми-24П-1М-ის ახალი მოდიფიკაცია, რომელიც "Вертолеты России"-სა და "КРЭТ"-ის თანამშრომლობითაა შექმნილი, გაუმჯობესებული ტექნიკური და საბრძოლო მახასიათებლებს ფლობს, რაც მას შემკვეთისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის" - განაცხადა "Ростех"-ის ინდუსტიულმა დირექტორმა, ანატოლი სერიუკოვმა.

თანამედროვე, უნიფიცირებული საპილოტაჟე სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი და აქტიურ-ფაზირებული ცხაურის მქონე რადიოლოკაციური სადგური Ми-24П-1М-ის წინა ნაწილში

საბორტე ტავდაცვის ელემენტები ვერტმფრენის კორპუსზე

No comments:

Post a Comment