სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
26 აგვისტოს აშშ-ს საჰაერო ძალებმა, მისურის შტატში, ავიაბაზა უაიტმენზე განთავსებული ბომბდამშენთა 509-ე ავიაფრთის კუთვნილი B-2A ტიპის ბომბდამშენები ინგლისში, ფერფორდის ავიაბაზაზე გადაისროლეს. აშშ-ს საჰაერო ძალების განცხადების თანახმად - ბომბდამშენები ევროპის თეატრში ინტეგრირებისა და წვრთნებისთვის გადაფრინდნენ.
ერთ-ერთმა ბომბდამშენა 28 აგვისტოს ისლანდიაში განახორციელა ვიზიტი - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც B-2 ამ ქვწყანას ესტურმა. 29 აგვისტოს თვითმფრინავი მცირე დროით დაეშვა კუნძულზე, კეფლავიკის აეროდრომზე. ვიზიტის დროს ამერიკულ ბომბდამშენს ბრიტანეთის საჰაერო ძალების 2 ცალი F-35B Lightning II ახლდა.
აშშ-ს ავიაციის მიერ ევროპაში ფართომაშტაბიანი ავიაძალების გაშილს სერიიდან ეს ბოლოა. მანამდე TSP (Theater Support Package)-ს ფარგლებში F-35A-ს ესკადრილია ევროპაში იყო მივლინებული. ამ გაშლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწრაფი გაშლის კონცეფციის რეალიზაცია წარმოადგენს, რაც RAF Fairford-ის ავიაბაზის გუნდს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს მუდმივი მზადყოფნა.
No comments:
Post a Comment