სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
კომპანია Lockheed Martin-ნა ბრიტანჯულ BAE Systems-თან, გამანადგურებელ F-35-სთვის განკუთვნილიმ რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსის მოდერნჯიზაციის ხელშეკრულება გააფორმა.
სამუშაო F-35 Block 4 ვერსიისთვის განკუთვნილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექს AN/ASQ-239-ის გაუმჯობესებას ეხება. BAE Systems-ის პროგრამა "F-35 Solutions"-ის ვიცე პრეზიდენტის, დებორა ნორტონის, განცხადების თანახმად - "F-35 შეიარაღებაზე კიდევ რამდენიმე ათეული წელი იქნება და სწორედ ამიტომ გვინდა რომ ჩვენს პილოტებს AN/ASQ-239-ის შესაძლებლობები შევთავაზოთ. ეს სისტემა რადიოელექტრონული ბრძოლის ასპექტში უზრუნველყოფს მტერზე გადამწყვეტ ოპერატიულ და მდგრად უპირატესობას".
BAE Systems-ი, Block 1, 2 და 3 სერიისთვის რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსის შექმნითა და დაპროექტებით, აღნიშნული სისტემის უზრუნველყოფას ბოლო 14 წლის მანძილზე ახორციელებდა. "Block-4-ის პროგრამა, ეს მრავალწლიანი პროექტირების სამუშაოა, რომელიც აღნიშნულ რებ-ის სისტემას დამატებით შესაძლებლობებს შესძენს".
ცნობისთვის - BAE Systems-მა ბოლო 14 წლის მანძილზე F-35-ისთვის 500-ზე მეტი AN/ASQ-239 EW კომპლექტი გამოუშვა.
წყარო - Lockheed Martin has awarded BAE Systems a contract to upgrade the electronic warfare (EW) suite it provides for the F-35 fighter.
წყარო - Lockheed Martin has awarded BAE Systems a contract to upgrade the electronic warfare (EW) suite it provides for the F-35 fighter.
No comments:
Post a Comment