MP-5A3 MLU
28 იანვარს, კომპანია Heckler&Koch–მა, პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი МР–5–ის 50 წლის თავი აღნიშა. დღემდე ამ იარაღის 500 ათასი ცალი ლიცენზირებული და არა ლიცენზირებული ეგზემპლარია დამზადებული.
მსოფლიოში ლეგენდარული და ერთ–ერთიყველაზე ცნობადი პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის შექმნაზე მუშაობა 1963 წელს დაიწყო. 9х19 ტყვიაზე გათვლილი იარაღი ოთხი კონსტრუქტორისგან შემდგარმა ჯგუფმა შექმნა: ტილო მიულლერი (Tilo Möller), მანფრედ გუჰრინგი (Manfred Guhring), გეორგ საიდლი (Georg Seidl) და ჰელმუტ ბაურეტერი. იარაღი ნახევრად თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობს, რომელის კონსტრუქციას ავტომატური შაშხანა G3–დან არის აღებული.
პისტოლეტ ტყვიამფრქვევი თავდაპირველად აღინიშნებოდა როგორც МР–64, შემდეგ გადაარქვეს და НК–9 უწოდეს, 1965 წელს კოდური სახელწოდებების ახალი კატალოგის თანამხად მას НК–54 დაერქვა. დასავლეთ გერმანიის არმიის მიერ მისი შეიარაღებაში მიღების შემდეგ მას საბოლოოდ ეწოდა МР–5. ეს ნიშნავდა იმას, რომ ბუნდესვერის კატალოგში ეს იყო რიგით მეხუთე ავტომატური პისტოლეტი (Maschinenpistole 5). ბუნდსევერს უკვე ჰქონდა სხვა 4 ტიპის ანალოგიური იარაღი: MP1 – იტალიური Beretta M38/49, MP2 – ებრაული ლიცენზიით FN Herstal–ის მიერ წარმოებული UZI, MP3 – Walther MPL და MP4 – Walther MPK.
გერმანიამ, 1959 წელს, სასაზღვრო სამსახურისთვის (Bundesgrenzschutz – BSG) ისრაელს 35 ათასი ცალი პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი UZI შეუკვეთა. ეს იყო პოლიციელების პირველი გასამხედროებული ფორმირება, რომელიც 1955 წელს ბუნდესვერის შექმნამდე, 1951 წელს შეიქმნა.
BSG–მ პირველი MP-5, ნომრით "11001" 1966 წელს მიიღო. პისტოლეტ–ტყვიამფრქვევის მიღება იმავე პერიოდში დაიწყო პოლიციამ, სამხედრო პოლიციამ, საზღვაო ფლოტმა და სპეციალური დანიშნულების ძალებმა. პისტოლეტ–ტყვიამფრქვევები დასაკეცი და ფიქსირებული კონდახით იწარმოებოდა, სახელწოდებით МР–5А2 და МР–5А3. თავდაპირველად იარაღის მიწოდება კოლოფისებრი მჭიდით ხდებოდა, 1977 წელს გამოჩნდა 15 და 30 ტყვიანი "ბანანისებრი" მჭიდები.
იარაღმა პოპულარობა 70–იან წლებში მოიპოვა, როდესაც გერმანიას ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდა პრობლემები, როგორებიცაა "წითელი არმიის ფრაქცია" და "ბაადერ–მაინჰოფის ჯგუფი" (Rote Armee Fraktion, Grupa Baader-Meinhof). საინტერესოა ის ფაქტი რომ მემარცხენე რადიკალისტურმა ორგანიზაციამ თავის ლოგოტიპზე წითელი ვარსკვლავის ფონზე პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი МР–5 გამოსახა. 1972 წელს იარაღი, გერმანულმა ანტიტერორისტულმა ჯგუფიმა, GSG9–მ მიიღო შეიარაღებაში. ჯგუფი МР–5–ს წარმატებით იყენებდა, კერძოდ 1977 წელს მოგადიშუში სამგზავრო ავიალაინერის განთავისუფლების დროს.
"წითელი არმიის ფრაქციის" (Rote Armee Fraktion) ლოგოტიპზე გამოსახული MP-5
მაგრამ დიდი პოპულარობა МР–5–მა რამდენიმე წლის მერე მოიპოვა, როდესაც 1980 წლის მაისში, ბირტანელმა "კომანდოსებმა" იერიშით აიღეს ირანის საელჩო ლონდონში. ინგლისურმა სპეცრაზმმა, SAS–მა ამ მოვლენებიდან მალევე თავისი L2/L34 Sterling–ები გერმანული МР–5–ებით ჩაანაცვლეს. 80–იან წლებში ევროპის თითქმის ყველა ანტიტერორისტული ქვედანაყოფი იყენებდა МР–5–ს, მალე ის შეიარაღებაში იუგოსლავიამაც მიიღო, ხოლო 89 წლის მერე ვარშავის პაქტის ქვეყნებშიც გამოჩნდა, მაგალითად პოლონეთში (90–იანების ბოლოს – 00–იანების დასაწყისში ჩვენთანაც გამოჩნდა, ძირითადად თურქული წარმოების).
საქართველოს შსს–ს კუდ–ის შეიარაღებაში არსებული MP-5
1974 წელს გერმანიაში МР–5–ის 146მმ–ნ, მაყუჩჩაშენებულლულიან ვარიანტზე დაიწყეს მუშაობა, რომელმაც მოგვიანებით სახელწოდება MP–5SD მიიღო. 70–იან წლებში სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელმა კომპანია H&K–ს იარაღის მოკლე ვერსიის შექმნა მოსთხოვა. შედეგად 1976 წელს შეიქმნა უკონდახო მოდელი МР–5К, რომელსაც 115მმ–ნი ლულა და სროლის დროს სტაბილიზაციის შესანარჩნებელი სახელური ჰქონდა. იარაღს უფრო მსუბუქი საკეტის გამო წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილი ჰქონდა სწრაფსროლა: 700–ის ნაცლად 900 ტყვია წუთში.
წყარო:
No comments:
Post a Comment