ერთი წელიც კი არ გასულა რაც წავიდნენ ევროპიდან და უკან მობრუნდნენ – ამერიკული ტანკები გერმანულ ბაზებზე ბრუნდებიან
გერმანიაში დაბრუნებული მანქანები M1A2 Abrams SEPv2-ის ყველაზე თანამედროვე ვერსიას წარმოადგენენ
ამერიკული ტანკები გერმანიაში ბაზებს დაუბრუნდნენ, სადაც ისენი მეორე მსოფლიო ომის მერე ბაზირდებოდნენ. გასული წლის აპრილში ევროპაში ამერიკული ძალების შემცირების შედეგად 170–ე და 172–ე ქვეითი ბრიგადების გაუქმების შედეგად უკანაკსნელმა ტანკ Abrams–ებმა გერმანია დატოვეს.
როდესაც 22–მა ცალმა M1A1 Abrams–მა ევროპა დატოვა, ეს ეპოქის დასარულად ჩაითვალა, რადგანაც 1944 წლიდან მოყოლებული ამერიკული ტანკები მუდმივად იმყოფებოდა ევროპაში. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ისტორიის ეს ფურცელი ნაადრევად იქნა გადაშლილი. გასული კვირის პარასკევს გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა "Grafenwöhr"-ში მატარებლის ეშელონიდან 29 ცალი M1A2 Abrams SEPv2 ჩამოიტვირთა. ეს მძიმედ შეჯავშნული მანქანები ძველი Abrams–ების, რომლებმაც ევროპული მიწა 10 თვის წინ დატოვეს, მოდერნიზირებულ ვარიანტს წარმოადგენენ და ამჯერად ევროპაში აშშ–ს "ერთობლივი მრავალეროვნული სასწავლო მეთაურობის" (Joint Multinational Training Command - US Army in Europe) შემადგენლობაში შევლენ.
ტანკებთან ერთად გერმანიაში ქსმ–ებიც დაბრუნდნენ. ტანკ Abrams–ები დანარჩენ 33 ცალ ქსმ M2A3 Bradley–სთან ერთად და ათობით სხვა მარავალ დამხმარე მანქანასთან ერთად გერმანიაში მოახდენენ ბაზირებას
CITV აღჭურვილი სამეთაურო М3А2
ტანკებთან ერთად ჩამოსული 33 ცალი M2A3 Bradley სავარაუდოდ ECP1 და ECP2 ვერსიით მოდერნიზირებული მანქანებია, აღსანიშნავია რომ მანქანები Abrams-ის Т158–ი მსგავსი მუხლუხებითაა აღჭურვილი
ტანკ Abrams–ები დანარჩენ 33 ცალ ქსმ M2A3 Bradley–სთან ერთად და ათობით სხვა მარავალ დამხმარე მანქანასთან ერთად გერმანიაში მოახდენენ ბაზირებას, თუმცა სასწავლოდ მთელს ევროპაში არსებულ ცენტრებს გამოიყენებენ. ამერიკელი ოფიცრები იმედს ამყარებენ რომ ამგვარად პროფესიონალური მომზადების ცენტრებში არსებულ წყვეტას შეავსებენ, რომელიც შესამჩნევი გახდა მას მერე რაც უკანასკნელმა Abrams–მა გასულ აპრილს ევროპა დატოვა.
დროებით ყველა ამ მანქანას 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადა მიიღებს შეიარაღებაში, რათა მონაწილეობა მიიღოს ორ დიდ სწავლებაში – საფრანგეთში და ლატვიაში.
No comments:
Post a Comment