დანიის არმიამ CV-90 Armadillo–ს გამოცდები დაიწყო. Armadillo (ჯავშნოსანი) - ეს CV–90–ის უკოშკურო ვერსიაა, რომლის ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვაც Stanag 4а/b–ეს აჭარბებს (14,5მმ ტყვიებისგან დაცვა 200 მეტრიდან და 10კგ ტროტილის ექვივალენტი ნაღმდგრადობა). დანიის არმიამ გამოსაცდელად ამ ტიპის ხუთი მანქანა მიიღო.
მოცემული მანქანა CV–90–ზე ბაზირდება, რომლის ჯავშანტრანსპორტიორად გადაკონფიგურირება BAE Systems–ის შვედურ განყოფილებაში განხორციელდა. დანიის არმია სხვა სავარაუდო კანდიდატებად GDLS Europe–ს Piranha V–ეს და М-113–ის მოდერნიზირებულ ვარიანტ G–5–ს განიხილავს (რომელიც კომპანია FFG–ის მიერაა შექმნილი). ჯავშანტრანსპორტიორის არჩევა სავარაუდოდ 10 თვეში დასრულდება, ანუ 2014 წელს, რის შემდეგაც 2015 წელს მისი სერიუოი წარმოება უნდა დაიწყოს.
No comments:
Post a Comment