ბოლო პერიოდში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ დიდ ინტერესს გამოხატავს დასავლეთის სამხედრო ტექნიკის მიმართ და ასევე აქტიურად აწარმოებს მათ შესყიდვას თუ გამოცდებს საკუთარ საცდელ ცენტრებში. უკვე ყველასთვის ცნობილია რომ ამ წლის ბოლოს რუსეთის არმია შეიარაღებაში მიიღებს რამოდენიმე ათეულ იტალიური IVECO-ს შეჯავშნულ ყველგანმავალ LMV M-65-ს, რომლებიც რუსეთში აეწყობა და სავარაუდოდ კავკასიის სამხედრო ოლქში დილოცირებულ სამხედრო ნაწილებს მიეწოდება (ამის თაობაზე უკვე ვწერდი geo-army.ge -ს ბლოგზე: იტალიური LMV M-65 IVECO აკა Рысь რუსეთის არმიის სამსახურში ).
რუსეთში აწყობილი LMV M-65 სახელწოდებით Рысь (დაცინვით რუსეთში Брыся ეძახიან)
ასევე ამ ბოლო დროს ცნობილი გახდა რომ რუსეთმა ისევ იტალიური, თვლიანი, მსუბუქი ტანკი Centauro-ს 2 ცადელი ეგზემპლიარი ჩაიყვანა პოდმოსკოვიეს საცდელ პოლიგონზე, სადაც განხორციელდება ამ ტექნიკის გამოცდა და არაა გამორიცხული რომ მომავალში მოხდეს ამ ტანკებით რუსული მსუბუქი ბრიგადების აღჭურვა (დაწვრილებით ამის შესახებ: რუსეთი იტალიური Centauro-ების ლიცენზირებულ წარმოებას აპირებს ).
ამას გარდა ამ რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ რომ რუსული ტანკმშენებლობის სიამაყე, T-90A ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ამას გარდა უფრო ძვირიც ღირს ვიდრე გერმანული Leopard-2. თუმცა ეს განცხადება რეალობისგან საკმაოდ შორსაა, იმიტომ რომ ფასებში სხვაობა ამ ორ ტანკს შორის ნამდვილად არსებობს, ოღონდ საპირისპირო მხარის სასარგებლოდ - რაც რუსეთის გენერელიტეტის ან დაბალ კომპეტენციაზე მოწმობს ან კიდევ რუსი მწარმოებლების და მოსახლეობის ინფორმაციულ შემზადებაზე.
საქმე იმაშია რომ გერმანიასთან რუსეთის დავდაცვის სამინისტროს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს - გერმანულ მხარეს დაევალა რუსეთში სატანკო პოლიგონების მოწყობა, ასევე ხდება გერმანული ჯავშანტექნოლოგიების რუსულ ტექნიკაში დანერგვა და ამას გარდა ჭორების დონეზე ხშირად ისმის რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ თავლი უჭირავს გერმანულ ძირითად საბრძოლო ტანკ Leopard-2-ზე და ეს ჭორები უფრო და უფრო ხშირად ისმის. ასევე პრესაშიც ხშირად ჩნდება გერმანული ტანკის სურათები რომელიც რუსული არმიის შესახებ დაწერილ სტატიებს ადევს.
ერთერთი ასეთი სტატია, რომელზე ფინური Leopard-2A4 გამოსახული
რამდენად რეალურია გერმანული ტანკების რუსულ არმიაში მოხვედრა ჩემთვის უცნობია, თუმცა რუსულ ტანკმშენებლობაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს საკმაოდ არარეალურად ჩანს - მიმდინარეობს T-72Б-ების მოდერნიზაცია Т-72Б2 "Рогатка"-ს დონემდე ( Т-72Б2 "Рогатка" пойдет в войска. Неужели дождались? ). აქტიურად ხდება T-90MC როგორც შიდა ასევე გარე ბაზარზე შეთავაზება, მიმდინარეობს პროექტ "Армата"-ზე მუშაობა.
თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ გერმანული ტექნოლოგიების გამოყენება მოხდეს ყველა ამ პროგრამაში (მაგალითად 1500 ცხენისძალიანი გერმანული დიზელის ძრავის განტავსება რუსულ ტანკებზე).
No comments:
Post a Comment