რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან განიხილონ ფინური ჯავშანმანქაების, Patria AMV-ების შესყიდვის საკითხი, ოღონდ ყოველმხრივი გამოცდების შემდეგ - ამის თაობაზე Eurosatory-2012-ზე რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა განცხადება.
გამოფენა Eurosatory-2012-ის მუშაობის მეორე დღე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დიდი დელეგაციის დასწრებით გამოირჩა. ექსპოზიციას სხვებთან ერთად, გენშტაბის მეთაური მაკაროვი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე სუხორუკოვიც ათვალიერებდნენ. მაშინ როდესაც სუხორუკოვი დაკავებული იყო რუსული კომპანიების ნაწარმის დათვალიერებით მაკაროვი უცხოურ ანალოგებს აკვირდებოდა, მასზე შთაბეჭდილება ფინურმა ჯავშანტრანსპორტიორმა, Patria AMV მოახდინა. ამ მანქანას მართლა ბრუტალური დიზაინი აქვს, გააჩნია მძლავრი შეიარაღება და ამას გარდა დამზადებულია სტელს ტექნოლოგიების დახმარებით.
ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა რომ სამხედრო უწყება წინააღმდეგი არ იქნებოდა გამოეცადა ეს მანქანა თავის პოლიგონებზე და დადებითი რეზულტატების შემთხვევაში არაა გამორიცხული რუსეთის არმიისთვის მათი შესყიდვა.. აშკარა იყო რომ ამ განცხადებან ფინელები საკმაოდ გააოცა.. ისევე როგორც ფრანგები, როდესაც გაიგეს რომ რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებს ფრანგული სადესანტო ხომალდი "მისტრალის" ყიდვა სურდა. ფრანგებმა მაშინ ეს განცხადება არარეალურად მიიჩნიეს, თუმცაღა ფაქტია რომ დღეს პირველი რუსული "მისტრალი" უკვე აგების პროცესშია. ამიტომ არაა გამორიცხული რომ მალე რუსმა მოტომსროლელებმა ფინური მანქანის ათვისება დაიწყონ.
დაწვრილებით მანქანის შესახებ: Patria AMV
წყარო: Николай Макаров: Россия готова к закупке бронемашины Patria AMV
No comments:
Post a Comment