ებრაული IWI-ს მიერ 2012 წელს შექმნილი 40 მილიმეტრიანი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის, GL40-ის, მიეღბას ისრაელის არმია ამ წლის აპრილში დაიწყებს. გათვლის თანახმად ოცეული 2-3 კომპლექსით აღიჭურვება (თითო ყუმბარმტყორცნი ათეულზე). ყუმბარმტყორცნის დაყენება შესაძლებელი იქნება როგორც Tavor-ზე ასევე M4A1-ზე - ამგვარდ ის ისრაელის არმიის შეიარაღებაზე არსებულ ამერიკულ M203 ჩაანაცვლებს.
GL40 ამერიკული M203-ში გამოყენებულ ყუმბარებს მოიხმარს, იმის გათვალისწინებით რომ ლულები ყუმბარმტყორცნებს ერთი სიგრძისა აქვს, სროლის მანძლის ანალოგიურებია - მაქსიმალური 400 მეტრი გრძელი ლულით, ხოლო 300 მეტრი მოკლე ლულიან ვარიანტს. GL40-ის ძირითად ღირსებას მისი დატენვის ხერხი წარმოადგენს - ამერიკულისგან განსხვავებით, რომელიც წინ ცურდება, ის გვერდზე ტრიალდება. ეს საშუალებას იძლევა პერსპექტივაში გამოყენებული იქნას უფრო გრძელი ყუმბარები, რომლებიც ამერიკულ ყუმბარმტყორცნში ფიზიკურად ვერ ჩაიდება.
GL40-ს, ჩვეულებრივი ყუმბარების გარდა (ჯავშანგამტან-მსხვრევადი, საკვამლე, მანათობელი), შეუძლია სპეციალური ყუმბარების გამოყენებაც. როგორც ცნობილი ხდება ამჟამად ებრაული მხარე ორი სახის ახალ ყუმბარაზე მუშაობს:
- ყუმბარა კარებებისა და კედლების გამოსამტვრევად;
- აქტიურ რეაქტიული ყუმბარა - მას საკუთარი რეაქტიული ძრავა გააჩნია, რომელიც გასროლის შემდეგ ირთება და ყუმბარის სროლის მანძილს 1 კილომეტრამდე ზრდის. მთელ რიგ სიტუაციებში ეს ყუმბარა ყუმბარმტყორცნ М72 LAW-ის მაგივრად შეიძლება იქნას გამოყენებული (აღსანიშნავია რომ ყუმბარის წონა М72 LAW-ის მეოთხედი იქნება, ხოლო ფასი მესამედი). შესასძლებელი იქნება ყუმბარის მიზნის თავზე პროგრამირებადი აფეთქება.
GL40-თან ერთად, კომპლექტში ახალი სამიზნეც იქნება - რომელიც მიზნამდე მანძილს და აფეთქების წეტრტილის ავტომატურად გამოითვლის. ღამით ცეცხლის წარმოება შაშხანის სტანდარტული ღამის სამიზნიდან იქნება შესაძლებელი.
GL40-ის ტტმ-ი (შედარებისთვის ფრჩხილებში М203-ის ტტმ-ია):
- კალიბრი – 40 მმ (იგივე);
- საბრძლო მასალა – 40×46 მმ SR (იგივე);
- მთლიანი სიგრძე – 413 მმ (380 მმ);
- ლულის სიგრძე – 303 მმ (305 მმ);
- წონა, ცარიელის – 1.4 კგ (1.36 კგ).
GL40-ის ვარიანტები:
- STAND ALONE IWI GL 40 - დამოუკიდებელი ყუმბარმტყორცნი, აღჭურვილია M4-ის მსგავსი ტელესკოპური კონდახით. ამ ვარიანტში ცარიელის წონა 2 კგ-ს უდრი, ხოლო სიგრძე 606/690 მმ (გახსნილი და დაკეცილი კონდახით)
- X95 IWI GL 40 – შაშხანა Tavor Х95-ისთვის.
- X95 IWI GL 40 SHORT – წინა მოდელის მოკლე ლულიანი ბვარიანტი (228.5 მმ).
- ACE IWI GL 40 – შაშხანა Galil ACE-სთვოს.
- ACE IWI GL 40 SHORT – წინა მოდელის მოკლე ლულიანი ბვარიანტი (228.5 მმ).
წყარო:
No comments:
Post a Comment