Saturday, March 16, 2019

აშშ-ს 2020 წლისთვის მოთხოვნილი სამხედრო ბიუჯეტის მიმოხილვა

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 2020 ფინანსური წლისთვის მოთხოვნილი სამხედრო ბიუჯეტის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ქვემოთ  ბიუჯეტიდან რამოდენიმე საინტერსო მომენტია ამოწეული.

მთლიანობაში სამხედრო ხარჯები წლევანდელთან შედარებით 33.3 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია - შემცირებულია შეიარაღებული ძალების საბაზისო ხარჯები (616.1 მილიარდიდან 544.5 მილიარდამდე) - მაგრამ თითქმის 100 მილიარდითაა გაზრდილი უცოხეთში ოპერირების ხარჯები (ვის და სად უმიზნებენ საინტერესოა).

აშშ-ს 2017-2020 წლის სამხედრო ხარჯები

აღნიშნული ბიუჯეტი შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
  • კოსმოსი - 14.1 მილიარდი
  • კიბერ უსაფრთხოება - 9.6 მილიარდი
  • საჰაერო ძალები - 57.7 მილიარდი
  • საზღვაო ძალები - 34.7 მილიარდი
  • სახმელეთო ძალები - 14.6 მილიარდი
  • მრავალ დონემნური ძალები - 34 მილიარდი. აქედან:

  1. ანტისარაკეტო თავდაცვა - 13.6 მილიარდი
  2. სტრატეგიული ძალები - 14.0 მილიარდი
  3. სპეციალური ოპერაციების ძალები - 3.4 მილარდი
  • ინოვაციებში - 7.5 მილიარდი. აქედან:
  1. სახმელეთი და წყალქვეშა უპილოტო საბრძოლო სისტემები და უპილოტო ლოჯისტიკური კომპლექსები - 3.7 მილიარდი
  2. ხელოვნური ინტელექტი - 927 მილიონი
  3. ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები - 2.6 მილიარდი
  4. ლაზერული ტექნოლოგიები - 235 მილიონი

ბიუჯეტის თანახმად დაგეგმილია ხელფასების 3.1% ზრდა. აგრეთვე უნდა გაიზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 7.7 ათასი სამხედრო მოსამსახურით (აქედან რეზერვი 1.5 ათასით, ხოლო საჰაერო ძალები, არმია და მარინესები მთლიანობაში 6.1 ათასით). გაზრდილია დაფინანსება ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის 80%-მდე გასაზრდელად, ამისათვის 41.2 მილიარდის დახარჯვაა დაგეგმილი.

საკმაოდ საინტერესოა ტაქტიკური საბრძოლო მართვადი სარაკეტო შეიარაღების შესყიდვის ტენდენციებიც. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ბოლო სამი წლის ტენდენციაა ასახული (მოცემულია რაოდენობა და მთლიანი ღირებულება):


წყარო - FY2020 Budget Request Overview Book

No comments:

Post a Comment