Friday, March 22, 2019

Sikorsky-სა და Boeing-ის პერსპექტიულმა SB>1 Defiant-მა პირველი ფრენა განახორციელა

ამა წლის 19 მარსტს, კომპანია Sikorsky-ს (შედის Lockheed Martin-ის კორპორაციაში) კუთვნილ ვესტ-პალმ-ბიჩის აეროდრომზე, Sikorsky-სა და Boeing-ის მიერ ერთობლივად შექმნილი მრავალფუნქციური ვერტმრენის დემონსტრატორის - SB>1 Defiant-ის პირველი ფრენა განხორციელდა (ვერტმფრენის საფირმო სახელწოდება Sikorsky S-100). SB>1-ის შემქნა აშშ-ს არმიის კონკურსის Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფაგრგლებში სადემონსტრაციო პერსპექტიული ჩქაროსნულიო ვერტმფრენის სახით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში უნდა შემუშავდეს პერსპექტიული საარმიო ვერტმფრენების Future Vertical Lift (FVL) კონცეფცია. SB>1-ის პირველი სადემოსნტრაციო პროტოტიპის პრეზენტაცია 2018 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა, პირველი ფრენა თავიდან 2017 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ვადების არაერთხელ გადაწევის მიზეზით ეს მხოლოდ ორიოდე დღის წინ მოხერხდა.


SB>1 მრავალფუნქციური ვერტმფრენის ქვეპროგრამა Capability Set 3 (Assault) / FVL-Medium-ის მოთხოვნის ფარგლებში იქმნება, ამჟამად პროგრამას Future Long-Range Assault Aircraft (FLRAA) ეწოდება - აღნიშნული პროგრამის მოთხოვნის თანახმად ვერტმფრენმა 12 სრულიად ეკიპირებული ქვეითი 230 კვანძის (428კმ/სთ) ტოლი კრეისერული სიჩქარით უნდა გადაიყვანოს 229 მილ (424 კმ) მანძილზე. ვერტმფრენი FLRAA ორი ცალი General Electric-სის პერსპექტიული ტურბოხრახნული ძრავით იქნება აღჭურვილი, ძრავების ასაფრენის სიმძლავრე 5000 ცხენის ძალას უნდა გაუტოლდეს.

პროგრამა FVL-ზე მუშაობა 2004 წლიდან მიმდინარეობს და ის ხუთი ახალი ვერტმფრენის ან ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მანქანის შექმნას ითვალისწინებს, რომლებმაც 2030-2035 წლისთვის აშშ-ს საარმიო ავიაციის არსებული ვერტმფრენები (OH-58, AH-64, UH-60, CH-47) უნდა შეცვალოს.

2013 წელს აშშ-ს არმიამ, Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფარგლებში, ტექნოლოგიების დემონსტრატორად Bell Helicopter-სისა და Lockheed Martin-ის კონვერტოპლანი V-280 და Sikorsky-სა და Boeing-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი SB-1 Defiant იქნა აირჩია, ამ ორ ლიდერთან ერთად შერჩეული იქნა კომპანია Karem Aircraft-ის კონვერტოპლანი და AVX-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი - 2014 წლის აგვისტოში ეს ბოლო ორი კონკურსიდან მოიხსნა, რის შემდეგაც კონკურენცია,  JMR TD-ს კონკურსის ფარგლებში, უკვე აშშ-ს საავიაციო გიგანტებს შორის მიმდინარეობს, რომლებსაც 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პირველი სადემონსტრაციო პროტოტიპები 2017 წლის ბოლოსთვის უნდა წარედგინათ (ეს პირობა მხოლოდ კონვერტოპლანმა V-280-მა შეასრულა). ორივე პროექტის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო ხარჯების მხოლოდ 20% ანაზღაურებს, დანარჩენი კომპანიების ჯიბიდან გადის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო მანქანების შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:


თავისი არსით, JMR TD-ს ფარგლებში წარმოდგენილი ორივე პროექტი მრავალფუნქციურ საფრენ აპარატს წარმაოდგენს, რომლებმაც აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე არსებული Sikorsky UH-60 Black Hawk (კატეგორია JMR-Medium / FVL-Medium) უნდა ჩაანაცვლოს. ამავდროულად ორივე კომპანია აცხადებს რომ აშშ-ს არმიის ქვეპროგრამა Capability Set 3 / FVL-Attack-ის (Boeing AH-64 Apache-ს შესაცვლელად) ფარგლებში თავიანთი მანქანების საიერიშო ვარიანტზეც მუშაობენ.

ვერტმფრენი SB>1 კომპანია Sikorsky-ს მიერ შემუშავებულ შეწყვილებულ ხრახნებსა და უკან განთავსებულ მიმწოლ ხრახნს იყენებს. ამ სქემას კომპანია ექსპერიმეტალურ ვერტმფრენზე - X2-ზე იყენებდა, რომელის 2008-2011 წლებში გადიოდა გამოცდებს და ამ მზიდი მოწყობილობის წყალობით მოახერხა 460კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ანალოგიური მზიდი მოწყობილბა გამოცდებს გადიოდა 5 ტონიან Sikorsky S-97 Raider-ზეც, რომელის განცხადებული მაქსიმალური სიჩქარე 444, ხოლო კრეისერული 407 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

SB>1-ის პირველი პროტოტიპის მაქსიმალური ასაფრენი წონა 32 000 ფუნტია (14 515 კგ), ტევადობა 18 კაცი. საცდელი ნიმუშები 4000 ცხენისძალიანი ტურბოხრახნული ძრავებით, Honeywell T55-ითაა აღჭურვილი (ანალოგიური ძრავები CH-47 Chinook-ზე გამოიყენება). აღნიშნული ძრავები 250 კვანძ (460კმ/სთ) მაქსიმალურ კრეისერულ სიჩქარეს უზრუნველყოს. მაგრამ კომპანიის განცხადების თანახმად, FLRAA-ს პროექტში მოთხოვნილი ფრენის მაძილის მიღწევა პერსპექტიული FATE ძრავებით იქნება შესაძლებელი.

Sikorsky SB>1-ს კონკურენტმა Bell-Lockheed Martin-ის V-280 Valor-მა, პირველი ფრენა 2017 წლის 18 დეკემბერს განახორციელა.

No comments:

Post a Comment