Monday, March 18, 2019

აშშ-ს სტრატეგიული სარდლობის შტაბი დატბორვის საფრთხის ქვეშაა



აშშ-ს სტრატეგიული სარდლობის - STRATCOM-ის უმნიშვნელოვანესი ავიაბაზა დატბორვის საფრთხის წინაშე დგას. მდინარე მისური ნაპირებიდან გადმოვიდა და ნებრასკას შტატში მდებარე ავიაბაზა  Offutt-ის ასაფრენი ზოლის ნაწილი დატბორა. ავიაბაზაზე  RC-135 "Rivet Joint"-ის ტიპიტ სტრატეგიული მზვერავები და E-4B "Nightwatch"-ის ტიპის მეწინავე სამეთაურო მფრინავი თვითმფრირნავები ბაზირდება. მოკლედ რომ ვთქვათ ეს ამერიკის სტრატეგიული ძალების გულია.


წყალდიდობის შედეგად სავარაუდოდ დაიტბორა რამდენიმე თვის წინ გახსნილი უახლესი სტრატეგიული მართვის მიწისქვეშა შტაბი. რამდენიმე სტრატეგიულმა თვითმფრინავმა ასევე ვერ მოახერხა ავიაბაზის დატოვება - რაც მათ ტექნიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. 235 000 ცალი სილიანი ტომარისა და 460 წყალდიდობისგან დამცავი ბარიერის კედლის აღსამართავად მოსმახურე პერსონალი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. სამუშაოები ამ წამსაც გრძელდება.


თუმცა ავიაპარკის დაზიანების ან აგანადგურების გარდა გაცილებით დიდი საფრთხეც არსებობს - ავიაბაზა საკმაოდ დიდი მიწისქვეშა ინსფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ჯერ-ჯერობით უცნობია რა მდგომარეობაშია მიწისქვეშა ბუნკერები, ექსპერტები იმედს იტოვებენ რომ მათი გადარჩენა მოხერხდება.



წყარო - Home Of Strategic Command And Some Of The USAF's Most Prized Aircraft Is Flooding (Updated)

No comments:

Post a Comment