პირველად ამ ავიაბომბის შექმნის შესახებ კომპანიამ შეკვეთა 2016 წელს მიიღო. აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობა მსგავსი საბრძოლო მასალის შექმნისაკენ მწარმოებლებს რამდენიმე წელი მოუწოდებდა, მაგრამ უშედეგოდ - როგორც ჩანს შეკვეთის დაბალი ღირებულების მიზეზით. 2016 წელს ამ მოთხოვნას კომპანია Dynetics-ი გამოეხმაურა. 2016 წელს კომპანიამ მცირე მართვადი ავიაბომბის თემის განსავითარებლად SOCOM-ისგან 11,6 მილიონი აშშ დოლარის ხელშეკრულება მიიღო.
SOCOM-ი ამ ბომბებს Lockheed AC-130U-დან იყენებს. თუმცა ამ ბობმბების გამოყენება სხვა პლატოფრმებსაც შეეძლებათ, მაგალითად ამერიკელი მარინესების KC-130-ებს და MV-22 Osprey-ს.
ამას გარდა Dynetics-ი ამ ბობმს General Atomics MQ-9 Reaper-ის ტიპის უპილოტოზე ადაპტაციასაც ახორციელებს.
აღსანიშნავია რომ ბომბი 27 კილოს იწონის, აქედან სმხვრევად ფუგასური ქობინი 16 კილოა - ეს იმაზე მეტია რაც გაცილებით დიდ რაკეტებზე გამოიყენება, მაგალითად 45 კილოან Lockheed Martin AGM-114 Hellfire-ში.
- ავიაბომბის დამიზნება ხარვეზმედეგი GPS არხითა და BAE Systems-ის ნახევრად აქტიური ლაზერული DASALS-ის (გამოიყენება APKWS II-ში) არხით ხხორციელდება.
- საბრძოლო ქობინი - 16 კილოიანი მსხვრევად-ფუგასური, პროგრამირებადი ამფეთქითა და საჰაერო აფეთქების სენსორით.
- 2016 წელს ავიაბომბმა წარმატებით გაიარა გამოცდები მოძრავ სამაიზნეზე
- 2017 წელს აშშ-ს საჰაერო ძალებმა დაიწყეს მიცი მცირე პარტიებით შესყიდვა - შეკვეთილი იქნა 70 ცალი მართვადი GBU-69/B და დამატებით 30 ცალი AC-130-ის აღსაჭურვად.
- 2018 წელს SOCOM-მა შესყიდვების ტემპი გაზარდა - მან 470 მილიონ დოლარად 3300 ცალი GBU-69/B შეუკვეთა. მიწოდება 2030 წელს უნდა დასრულდეს.
აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობამ (US Special Operations Command - USSOCOM) და აშშ-ს საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ (U.S. Air Force Special Operations Command - AFSOC), კომპანია Dynetics-თან ერთად, განახორციელეს მცრიე მართვადი ბომბის - Dynetics GBU-69/B Small Glide Munition (SGM) Block-1 ვარიანტის გამოცდების სერია. მართვადი ბომბის ახალი ვარიანტი კომპანია Raytheon-ის ინფორმაციის გაცვლის ორმხრივი სისტემით - X-Net-ითაა აღჭურვილი.
- 2019 წელს SOCOM-მა წარმატებით დაასრულა ორმხრივი კავშირის გამოცდა
- GBU-69/B Block I-ში დამონტაჟებულია კომპანია Raytheon-ის რადიომოდემი X-Net - რადიოკავშირი ავიაბომბის ფრენის მთელს მანძილზეა (20 საზღვაო მილზე მეტი) შესაძლებელიо
- მომხმარებელი (იარაღის მატარებელი/მეწინავე ავიამაკორექტირებელი) ბომბის ფრენის რეჟიმის, სიჩქარის, კოორდინატებისა და საბორტე სისტემების მდგომარეობის შესახებ ღებულობს ინფორმაციას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ბომბი სხვა სამიზნეზე გადაამისამართოს ან სრულიად გააუქმოს აფეთქების რეჟიმი.
- 2019 წელს Dynetics-მა SOCOM-ის დრონებზე GBU-69/B ბომბების ინტეგრირება უნდა განახორციელოს და ასევე უნდა წარადგინოს შემცირებული გვერდითი ეფექტის მქონე საბრძოლო ქობინი.
წყარო:
No comments:
Post a Comment