Thursday, March 21, 2019

აშშ-ს არმიამ ტექნიკის შენიღბვის ახალი ტექნოლოგია წარადგინა

აშშ-ს არმიამ სახმელეთო საბრძოლო მანქანების გაუმჯობესებული საღებავის შესახებ დამატებითი ცნობები წარმოადგინა. სახმელეთო ტექნიკას, ისევე როგორც ჯარისკაცებს, ესაჭიროება შენიღბვა - დღეისთვის არმიას უკვე აქვს სახმელეთო ტექნიკის შესაღები საშუალებები, რომლებიც ტექნიკის სითბურ კვალს ამცირებენ, რაც ბრძოლის ველზე მის გადარჩენადობას ზრდის.


სახმელეთო სისტემების დაფარვის სისტემა (Ground Vehicle Coating System) შემუშავებული იქნა "სახმელეთო სისტემების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამმართველოს ცენტრის" (Combat Capabilities Development Command Ground Vehicle Systems Center -  CCDC GVSC), "არმიის  საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების მეთაურობის ლაბორატორიისა" (Combat Capabilities Development Command Army Research Laboratory -  CRLC ARL) და "არმიის საწარმოო ტექნოლოგიების" (Army's Manufacturing Technology) შემჩნევადობის შემცირების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. ეს ახალი საფარველი ასევე ამცირებს ჯარისკაცებზე მავნე ქიმიური აგენტების ზემოქმედებას.

არმიის საწარმოო ტექნოლოგიების პროგრამამ, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით ManTech, მწარმოებელს აუცილებელი დაფინანსება გამოუყო, რათა შეემუშავებინა, გაეუმჯობესებინა, გამოეცადა და დაემტკიცებინა ქიმიური აგენტებისადმი მედეგი საღებავის საფარველი, რომელიც ტრანსპორტის შემჩნევადობასაც შეამცირებდა.


ამ საღებავს რამოდენიმე დადებითი მხარე გააჩნია - პირვანდელ პროგრამასთან შედარებით მისი ღირებულება 75% მცირეა და ამას გარდა მისი გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების გარდა შესაძლებელია ისეთ უძრავ ობიექტებზე, როგორებიცაა საწყობები, სადგომები და მის დასატანად არმიის არსენალში არსებული ხელსაწყოების გამოყენებაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი წარმოებისა და გამოყენების ღირებულებას საგრძნობლად ამცირებს.

2018 წელს სამუშაო ჯგუფმა (CCDC GVSC, CRLC ARL და ManTech-ის ოფისმა) აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასთან (SOCOM) ერთად მცირე ხომალდების შესაღებავად საფარველის რუხი ვარიანტი შეიმუშავა. ამგვარად საფარველის სისტემა საკმაოდ მიმზიდველია მიწოდების მხრივ - რადგანაც ის რამდენიმე ფერში არსებობს. დასაწყისისთვის მისი გამოყენება დაგეგმილია აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკის ფართო ნომენკლატურაზე - Abrams-ზე, Bradley-ზე და Strayker-ზე.





წყარო:

No comments:

Post a Comment