Tuesday, March 19, 2019

JLTV-ის გამოცდები საჰაერო დესანტირებაზე

ფორტ ბრაგგი (FORT BRAGG), ჩრდილოეთ კაროლინა - აშშ-ს არმიის 82- საჰაერო სადესანტო დივიზიის ჯარისკაცები ხუთი კონფიგურაციის JLTV-ის საჰაერო დესანტირების გამოცდების საბოლოო ეტაპზე არიან.



JLTV ეს ერთიანი მსუბუქი ტაქტიკური ჯავშანმანქანების (Joint Light Tactical Vehicle) ოჯახია, რომელმაც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში მოძველებული HMMWV-ეები უნდა ჩაანაცვლოს.

მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ დაიწერა, თემატური სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულებზე:

გამოცდების მსვლელობისას 82-ე სადესანტო დივიზიის, მე-2 საბრიგადო საბრძოლო დაჯგუფების, მხარდაჭერის 407-ე ბატალიონის A ასეული ჯარისკაცებმა მოამზადეს საჰაერო დესანტირებისთვის, განახორციელეს JLTV-ს საჰაერო დესანტირება და დაშვების ზონაში ის საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს. გამოცდებში საჰაერო დივიზიასთან ერთად ჩართული იყო "აშშ-ს არმიის ოპერატიული გამოცდების სარდლობა (U.S. Army Operational Test Command's - OTC) და "საჰაერო დესანტირებისა და სპეციალური ოპერაციების საგამოცდო სამმართველო" (Airborne and Special Operations Test Directorate - ABNSOTD).

"JLTV-ს საჰაერო დესანტირება ორივე კონფიგურაციაშია შესაძლებელი - როგორც მსუბუქ, ასევე დამატებითი ჯავშით აღჭურვილ ვარიანტში. სავალმა გამოცდებმა დაადასტურა რომ ხმელეთზე დაშვების შემდეგ ის სრულიად ინარჩუნებს ოპერატიულ შესაძლებლობებს" - განმარტა საცდელი შტაბის წარმომადგენელმა.


გამოცდების მსვლელობისა ხუთივე კონფიგურაციის მანქანის დაბალ სიჩქარეზე სამ-სამჯერ დესანტირება განხორციელდა - ამგვარად მანქანებმა პარაშუტით სულ 15-ჯერ იფრინეს.

JLTV-ს საჰაეროდ ესანტირების გამოცდები დაიწყო იმით, რომ მწარმოებელმა კომპანიამ, Oshkosh-მა, მოამზადა ჯარისკაცები და გადასცა მათ ახალი ტექიკა. გადამზადების მსვლელობისას JLTV-ს ოპერატორებმა გაიარეს მანქანაის მართვის, მომსახურების, გაუმართაობების აღმოფხვრისა და ტექნიკური მომსახურების კურსები.

როგორც ABNSOTD-ის ხელმძღვანელმა, ვიცეპოლკოვნიკმა გრეგორი ოქუენდომ განმარტა "ჯარისკაცების მიერ გამოყენებული აღჭურვილობის ყველა დეტალი გამოცდილი იქნა დამოუკიდებლად და მოხდა მათი შეფასება თუ რამდენად შეესაბამებიან ამჟამინდელ და მომავლის საჭიროებებსა და გამოწვევებს".

"ოპერატიული გამოცდების სარდლობის" წარმომადგენლის, შერმან ჯენინგის განცხადების თანამხად - არმია და საზღვაო ქვეითთა კორპუსი გამოცდების ყველა ეტაპის გავლის და მისი წარმოებაში ჩაშვებისა და საველე ექსპულატაციაში გამოყენების ნებართვის გაცემი შემდეგ მთლიანობაში 58 000 მანქანას შეიძენს.


წყარო:

No comments:

Post a Comment