დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4
თურქეთის მთელი სამხედრო სარდლობა- თავდაცვის მინისტრი, სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელი, გენერალური შტაბის მეთაური, და საზღვაო ძალების მეთაური თურქეთის არმიის მე-2 ჯავშანსატანკო სარემონტო საამქროს ესტუმრნენ.
რევიზიას თურქული არმიის შეიარაღებაზე მყოფი ტანკების - Leopard-2A4-ისა და M-60T-ს მოდერნიზირებული ვარიანტები წარუდგინეს.
პირველ შემთხვევაში აღსანიშნავია გერმანული Leopard-2A4-ის დაცვის მოდერნიზაცია - მანქანის კორპუსის წინა ზედა დეტალზე და კოშკურის შუბლსა და ბორტებზე დინამკური დაცვაა დამაგრებული. როგორც ჩანს ტსმრ-ებისგან დასაცავად - სირიის მწარე გამოცდილება ნამდვილად ტყუილად არ დაუკარგავთ.
დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4
დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4 (მეორე მანქანა )
ამერიკულმა ტანკმა პროგრამა "FIRAT M-60T"-ეს ფარგლებში ელექტრონული სისტემების კომპლექტი მიიღო, მასზე დაყენდა:
- აქტიური დაცვის სისტემა PULAT
- ლაზერული დასხივების გაფრთხილების სისტემა TLUS
- დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული UKSS
- მძღოლ-მექანიკოსისთვის ვიდეოდაკვირვების სისტემა ADIS
- დამხმარე ძალური დანადგარი
- კონდიციონერი
გაუმჯობესებულ მანქანას M-60TM ეწოდა.
მოდერნიზირებული M-60TM
No comments:
Post a Comment