Showing posts with label M-60T. Show all posts
Showing posts with label M-60T. Show all posts

Sunday, October 13, 2019

ადს-ით აღჭურვილი თურქული ტანკები სირიაში

სირიაში გადასროლილი თურქული ტექნიკის გავრცელებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თურქებმა უკვე სერიულად დაიწყეს თავისი ტანკების აქტიური დაცვის სისტემით აღჭურვა. ქვემოთ მოყვანილ ფოტო სირიის საზღვართან, დაბა Akcakale-ში 2019 წლის 11 ოქტომბერსაა გადაღებული. მასზე ასახული M60T ადს (APS) PULAT-ითაა აღჭურვილი, რომელიც უკრაინული ადს Заслон-ის თურქულ ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერია - თურქეთი ტანკების აქტიური დაცვით აღჭურვას იწყებს

P.S. ადს-ით აღჭურვილი ტექნიკის ბრძოლაში გამოყენების ეს დადასტურებული მეორე შემთხვევაა, ხოლო დაუდასტურებული კიდევ მესამე - პირველად დადასტურებულად ადს-იანი მანქანები ებრალებმა გამოიყენეს ბრძოლაში (Markava Mk4 + Trophy), მეორე უკვე თურქები გახდნენ. თუმცა დაუდასტურებელი ცნობების თანახმად პირველად ადს-იანი მანქანები საბჭოთა კავშირმა 80-იანი წლების მეორე ნახევარში გამოიყენა ავღანეთში (Т-55АД + 030М Дрозд).

ადს Дрозд-ით აღჭურვილი Т-55АД  ავღანეთში. გამშვებები დაცლილია, ტანკი როგორც ჩანს დაზიანებული. თუმცა არაა გამორიცხული რომ ტანკი უბრალოდ გამოცდების შედეგად იყოს განადგურებული

Monday, September 2, 2019

ლულააფეთქებული ტანკების ფოტოკოლაჟი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


ტანკებს იშვიათად, მაგრამ მაინც უფეთქდებათ ლულები. ამას როგორც წესი სამი ძირითადი მიზეზი აქვს:
  1. პირველი ლულაში უცხო სხეულის მოხვედრაა, რომელიც გასროლის მომენტში ჭურვს გამოსვლაში უშლის ხელს და ლულის გახეთქვას იწვევს;
  1. მეორე ეს ლულის დაზიანებაა. ექსპულატაციის მომენტში ხდება ლულის მეტალის დაღლილობა (მიკრო ბზარები), ეაც შესაბამისი კონტროლის არ არსებობის შემთხვევაში უფრო სერიოზულ დაზიანებაში გადადის და საბოლოოდ ლულა გასროლის წნევას ვეღარ უძლებს და იხსნება;
  1. მესამე შემთხვევა ეს შეიძლება ლულაში ჭურვის აფეთქებას მოყვეს - ჭურვი ძველია ან დაზიანებულია და ლულის არხშივე ფეთქდება;

ქვემოთ მოყვანილია მსგავსი შემთხვევების შედეგად დაზიანებული ლულების ფოტო-კოლაჟი:

Т-90А

Т-72Б3

Т-72Б

Т-72Б

M1A2SEP v.2 Abrams

M1A2 Abrams

M1A2SEPv2 Abrams

Leopard-1

Leopard-1

Leopard-2A4

M60T (Sabra Mk.II)

Merkava Mk4

Т-55

Sunday, June 30, 2019

თურქეთი M60TM-ის მოდერნიზაციას აგრძელებს


თურქეთი გეგმავს 73 ცალ M60T ტიპის ტანკს M60TM დონემდე ჩაუტაროს მოდერნიზაცია.

  • უკეთესი სიტუაციური გათვითცნობიერებისთვის ტანკებზე დაყენდება კომპანია Aselsan-ის ტელესკოპური პანორამული ელექტრო-ოპტიკური სადგური
  • დამონტაჟდება დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული
  • ლაზერული დასხივების სესნსორი
  • მუდმივად მოქმედი 360°-იანი დაკვირვების სისტემა
  • აქტიური დაცვის სისტემა Pulat
თურქეთის ტანკების მოდერნიზაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ სტატიებში:



Saturday, March 30, 2019

თურქეული Leopard 2A4-ის მოდერნიზაციის პროგრამა

როგორც ჩანს ომის დაწყებასთან ერთად დინამიკური დაცვაც პოპულარული ხდება ხოლმე - ამას მოწმობს ისეთი ტანკების ტრანსფორმაცია, როგორებიცაა Abrams, Leclerc და Leopard-2.



სკირიაში გერმანული Leopard 2A4-ის კატასტროფული დებიუტის შემდეგ, თურქება მისი დაცვის გაუმჯობესება გადაწყვიტეს. კერძოდ ტანკზე დინამიკური დაცვა დაყენდა, გაძლიერდა ბორტები და ისინი როგორც დინამიკური დაცვით ასევე ცხაურებიანი ეკრანებით იქნა ღჭურვილი.


ასევე მოდერნიზაცია უტარდება  М-60Т და М-60А3 ტიპის ტანკებს - პროექტ FIRAT-M60T-ს ფარგლებში კომპანია ASELSAN-მა M-60T ტიპის ტანკების უმეტესობას ჩაუტარა მოდერნიზაცია, რის შემდეგაც ტანკებმა სახელწოდება M-60TM მიიღეს.






აღნიშნული მოდერნიზაციის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა - მოდერნიზირებული თურქული Leopard-2A4 და M-60T

Friday, March 22, 2019

მოდერნიზირებული თურქული Leopard-2A4 და M-60T

დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4

თურქეთის მთელი სამხედრო სარდლობა- თავდაცვის მინისტრი, სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელი, გენერალური შტაბის მეთაური, და საზღვაო ძალების მეთაური თურქეთის არმიის მე-2 ჯავშანსატანკო სარემონტო საამქროს ესტუმრნენ. 
რევიზიას თურქული არმიის შეიარაღებაზე მყოფი ტანკების - Leopard-2A4-ისა და M-60T-ს მოდერნიზირებული ვარიანტები წარუდგინეს.

პირველ შემთხვევაში აღსანიშნავია გერმანული Leopard-2A4-ის დაცვის მოდერნიზაცია - მანქანის კორპუსის წინა ზედა დეტალზე და კოშკურის შუბლსა და ბორტებზე დინამკური დაცვაა დამაგრებული. როგორც ჩანს ტსმრ-ებისგან დასაცავად  - სირიის მწარე გამოცდილება ნამდვილად ტყუილად არ დაუკარგავთ.

დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4

დინამიკურიდ დაცვით აღჭურვილი Leopard-2A4 (მეორე მანქანა )

ამერიკულმა ტანკმა პროგრამა "FIRAT M-60T"-ეს ფარგლებში ელექტრონული სისტემების კომპლექტი მიიღო, მასზე დაყენდა:
  • აქტიური დაცვის სისტემა PULAT
  • ლაზერული დასხივების გაფრთხილების სისტემა TLUS
  • დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული UKSS
  • მძღოლ-მექანიკოსისთვის ვიდეოდაკვირვების სისტემა ADIS
  • დამხმარე ძალური დანადგარი
  • კონდიციონერი


გაუმჯობესებულ მანქანას M-60TM ეწოდა.

მოდერნიზირებული M-60TM

Wednesday, November 7, 2018

თურქეთი ტანკების აქტიური დაცვით აღჭურვას იწყებს

თურქეთის არმია M60TM ტიპის ტანაკების ადს-ით აღჭურვას იწყებს


პროექტ Active Protection Systems ASELSAN-ის მენეჯერის, კადირს პარსლის (Kadir Karsli), განცხადების თანახმად, PULAT-ის ტიპის (უკრაინული Заслон-ის კლონი) აქტიური დაცვის ინტეგრაცია  M60TM ტიპის ტანკზე უკვე დაწყებული, 2018 წლის ბოლოსთვის ამ სისტემით 40 ტანკი უნდა აღიჭურვოს. მენეჯერის თქმით, ადს PULAT-მა ყველა გამოცდა წარმატებით გაიარა.

ASELSAN's Active Protection Systems Project Manager Kadir KARSLI said in a panel that, PULAT Active Protection System's integration to M60TMs was started and 40 M60TMs will get their PULATs until at the end of 2018. Karslı said the PULAT APS has passed all the tests successfully.

გამოცდების ვიდეომასალა


ჯავშნის იმიტატორი ტსმრ-ის მოხვედრამდე და მოხვედრის შემდეგ, ადს-მა გამართულად იმუშავა


წყარო:
Cemal Acar

Saturday, January 21, 2017

განადგურებული თურქული ტექნიკა სირიაში

ქალაქ ალ ბაბთან განადგურებული თურქული ჯავშანტექნიკა

დოკუმენტის თანახმად  (დოკუმენტი იხილე სტატიაში - აი ძალიან გაძუყნული თურქული Leopard-2A4-ები) ტსმრ-ით დაზიანებული ტანკი M60T (Sabra Mk.II) (იგივე ტანკი ზედა ფოტოებზე). ფოტოებიდან ჩანს რომ თურქები ებრაული კუმულაციური ჭურვების პარალელურად გერმანულ ქვეკალიბრულ ჭურვებს, DM-63-ებსაც იყენებენ.

Saturday, September 10, 2016

თურქეთის ჯავშანტექნიკა ალეპოს ჩრდილოეთით

სირიაში, ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში შეჭრილი თურქული ჯავშანტექნიკა