Sunday, October 13, 2019

ადს-ით აღჭურვილი თურქული ტანკები სირიაში

სირიაში გადასროლილი თურქული ტექნიკის გავრცელებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თურქებმა უკვე სერიულად დაიწყეს თავისი ტანკების აქტიური დაცვის სისტემით აღჭურვა. ქვემოთ მოყვანილ ფოტო სირიის საზღვართან, დაბა Akcakale-ში 2019 წლის 11 ოქტომბერსაა გადაღებული. მასზე ასახული M60T ადს (APS) PULAT-ითაა აღჭურვილი, რომელიც უკრაინული ადს Заслон-ის თურქულ ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერია - თურქეთი ტანკების აქტიური დაცვით აღჭურვას იწყებს

P.S. ადს-ით აღჭურვილი ტექნიკის ბრძოლაში გამოყენების ეს დადასტურებული მეორე შემთხვევაა, ხოლო დაუდასტურებული კიდევ მესამე - პირველად დადასტურებულად ადს-იანი მანქანები ებრალებმა გამოიყენეს ბრძოლაში (Markava Mk4 + Trophy), მეორე უკვე თურქები გახდნენ. თუმცა დაუდასტურებელი ცნობების თანახმად პირველად ადს-იანი მანქანები საბჭოთა კავშირმა 80-იანი წლების მეორე ნახევარში გამოიყენა ავღანეთში (Т-55АД + 030М Дрозд).

ადს Дрозд-ით აღჭურვილი Т-55АД  ავღანეთში. გამშვებები დაცლილია, ტანკი როგორც ჩანს დაზიანებული. თუმცა არაა გამორიცხული რომ ტანკი უბრალოდ გამოცდების შედეგად იყოს განადგურებული

No comments:

Post a Comment