Tuesday, October 15, 2019

Textron-ის უპილოტო სახმელეთო საბრძოლო მანქანა "Ripsaw M5"

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

გუნდმა, რომელსაც Textron Systems ხელმძღვანელობს, გუშინ თავისი ახალი, 10 ტონიანი უპილოტო საბრძლო მანქანა წარადგინა, რომლითაც ის ამერიკის არმიის რობოტიზირებული პლატფორმის კონკურსში მონაწილეობას გეგმავს.



Textron-მა და მისმა შვილობილმა კომპანიებმა Howe and Howe Technologies-მა და FLiR Systems Inc.-მა, გუშინ ვაშინგტონში გამოფენა AUSA 2019-ზე თავისი უახლესი რობოტიზირებული მანქანა Ripsaw M5  წარადგინეს.

არმიის მოდერნიზაციის ჯგუფი, პროგრამის ფარგლებში გეგმავს შქმნას და მწყობრში ჩააყენოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე რობოტიზირებული საბრძოლო მანქანები. თვითონ Ripsaw-ი ადაპტირებადი ტექნოლოგიითა შექმნილი და მისი წონისა და საბრძოლო დატვირთვის შეცვლა სავალ ნაწილსა და კორპუსში მცირედი ცვილებების შეტანითაა შესაძლებელი - მას ერთროულად შეუძლია დააკმაყოფილოს აშშ-ს არმიის მსუბუქი და საშუალო წონის საბრძოლო მანქანის მოთხოვნები. შემსუბუქებულ ვარიანტს რამდენამდე შემცირებული შასი ექნება, რატა მარტივად მოხდეს მისი ვერტმფრენი ტრანსპორტირება, სხვა მხრივ მას იგივე კომპონენტები ექნება რაც მძიმე ვარიანტს.




Ripsaw M5-ის წარდგენა AUSA 2019-ზე

მანქანა ასევე აღჭურვილი იქნება მცირე სახმელეთო და საჰაერო დრონებით - მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება ახლო დაზვერვის განხორციელება. სახმელეთო დრონი საბრძლო  მანქანის ცხვირში არსებულ ნაკვეთურში იქნება განთავსებული. 


ფოტოები და რენდერები კომპანიის პრეს-რელიზიდან

No comments:

Post a Comment