სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
Future Armed Reconnaissance Aircraft (FARA) - ეს აშშ-ს არმიის მომავლის სადაზვერვო-დამრტყმელი ვერტმფრენის პროგრამაა. ამ პროგრამის ფარგლებში არმიამ 5 მონაწილე შეარჩია, ესენია:- Sikorsky
- L3 Technologies-თან გაერთიანებული AVX Aircraft
- Bell
- Boeing
- Karem Aircraft
სწორედ ამ პროგრამაში სამონაწილეოდ, კომპანია Sikorsky-მ, თავისი ახალი კონცეპტი წარადგინა. მანქანას "Raider X" ეწოდება და ის სადემონსტრაციო S-97 Raider-ს ეფუძნება. ვერტმფრენი სტელსის ტექნოლოგიების ფართო გამოყენებითაა შექმნილი - მისი ყველა შეიარაღება და ელექტრო-ოპტიკური სისტემა კორპუსშია დამალული, ასევე საინტერესოდაა გაკეთებული ძრავის ჰაერმიმღების დამფარავი ეკრანი, რომელსაც V-ს ფორმა აქვს.
მასში ასევე ფართოდაა გამოყენებული Comanche-ს ტექნიკური გადაწყვეტილებები, მაგალითად კუდა ნაწილში გვერდითი ფარფლი და ასევე კორპუსის ძირითადი მონახაზები, ასევე საინტერესოა ცხელი აირების გაგრილების სისტემა - "Raider X"-ის ძრავის გამონაბოლქვის სისტემა კუდის ზედა მხარესაა განთავსებული და აირები გამოფრქვევამდე ცივ ჰაერს ერევა, სწორედ ამგვარი გაგრილების მექანიზმი იყო გამოყენებული Comanche-ს გამონაბოლქვის სისტემაშიც.
სხვა კომპანიების მიერ წინა დღეებში ასევე წარმოდგენილი იქნა შემდეგი კონცეპტები:
AVX Aircraft-ისა და L3 Technologies-ის კონცეპტი
კომპანია Bell-ის "360 Invictus"
Karem Aircraft-ის AR40
No comments:
Post a Comment