Saturday, October 19, 2019

სახმელეთო ტექნიკა ADEX-2019-ზე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

2019 წლის 15-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, სამხრეთ კორეაში სეულის მორიგი თავდაცვისა და აეროკოსმოსური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა (ADEX 2019). გამოფენა სამხედრო სფეროში სამხრეთ კორეის სერიოზულ პროგრესს უჩვენებდა - გამოფენაზე უახლესი სამხრეთ კორეული სახმელეთო და საჰაერო ტექნიკა იქნა გამოფენილი.

სამხრეთ კორეული ტანკი K2 (პირველი სერიის)

სამხრეთ კორეული ქსმ K21

KIA Motors Corporation-ის (შედის Hyundai Motor Company-ს შემადგენლობაში) მიერ 2016 წლიდან წარმოებაში ჩაშვებული 4х4 სავალი ფორმულის მქონე მსუბუქი კორეული ჯავშანმანქანა KLTV (Korean Light Tactical Vehicle). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო KLTV-ს ოჯახობის ძირითადი ვარიანტები, მათ შორის მრავალმიზნობრივი К153 (სადაზვერვო) ორ ვარიანტში, თვითმავალი ტსმრ-ის ვარიანტი К151 (აღჭურვილია ტსმრ Hyeongung-ით (Raybolt)), პიკაპი და კავშირგაბმულობის მანქანა

KIA Motors Corporation-ის (შედის Hyundai Motor Company-ს შემადგენლობაში) მიერ წარმოებული საერთაშორისო ბაზარზე პოპულარული 1,25 ტონიანი 4х4 სავალი ნაწილის მქონე სატვირთო ავტომობილი KМ450 (К311А1)

ახალი სამხრეთკორეული 6х6 სავალი ნაწილის მქონე ჯტრ K806. 2018 წლიდან იწარმოება Hyundai Rotem-ის (შედის Hyundai Motor Company-ის შემადგენლობაშ) მიერ.

ახალი სამხრეთკორეული 8х8 სავალი ნაწილის მქონე K808 (K806-ის ოთხ ხიდიანი ვარიანტი). 2018 წლიდან იწარმოება Hyundai Rotem-ის (შედის Hyundai Motor Company-ის შემადგენლობაშ) მიერ. К806-ისგან სხვა ყველაფერთან ერთად ამფიბიური შესაძლებლობებითაც გამოირჩევა

6x6 სავალი ფორმულის მქონე ჯტრ Tigon-ი, რომლის ექსპორტზე გატანასაც ჯგუფი Hanwha ახორციელებს. აღნიშნული ჯტრ წარმოადგენს კომპანიების - Samsung Techwin MPV და Doosan Black Fox-ის მიერ კორეის არმიის კონკურსზე წარმოდგენილი ჯტრ-ის ვარიანტს. ჯტრ-მა აღნიშნული კონკურსი Hyundai Rotem-ის მიერ შემოთავაზებულ KW1/KW2 Scorpion-ან წააგო (К806/К808). Samsung Techwin-ი და ჯგუფ Doosan-ის სამხედრო განყოფილება 2015 წელს ჯგუფმა Hanwha-მ შეიძინა და ჯტრ-იც მათი საკუთრება გახდა

სამხრეთკორეული 155 მილიმეტრიანი თსდ K9A1 - წარმოადგენს К9 Thunder-ის მოდერნიზირებულ ვარიანტს. მწყობრში მყოფი К9-ების K9A1 დონემდე მოდერნიზაცია 2018 წელს დაიწყო და მოიცავს დატენვის ავტომატიზაციისა და ცეცხლის მართვის ავტომატიზირებული სისტემის დაყენებას

K9-ის ბაზაზე შექმნილი საბრძოლო მარაგის ტრანსპორტირებისა და დატენვის შეჯავშნილი მანქანა K10

სატანკო ხიდგამდები  К1 AVLB (შექმნილია ტანკ K1-ის ბაზაზე)

ტანკ  K1-ის ბაზაზე შექმნილი სამხრეთ კორეული შეჯავშნილი საინჟინრო მანქანა ХК600 (К1 CEV) - ამჟამად იმყოფება საცდელ ეტაპზე

სამხრეთ კორეული ამფიბირუი ჯტრ KAAV (Korea Amphibious Assault Vehicle),იწარმოება ჯგუფ Hanwha-ს მიერ ВАЕ Systems-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ამერიკული AAV ჯტრ-ის მოდერნიზირებულ ვარიანტს

სამხრეთ კორეული ახალი 120 მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმტყორცნი - სამხრეთ კორეის არმიის შეიარაღებაზე 2019 წელს იქნა მიღებული. წარმოადგენს მოდერნიზირებული ჯტრ M113-ის ბაზაზე დამონტაჟებულ სამხრეთ კორეულ 120 მილიმეტრიან КМ120 ტიპის ნაღმტყორცნს
 

No comments:

Post a Comment